Digest Logo

„ცალკე დასაგმობია ის ზეწოლა, რომელსაც კონკრეტული პირები ქალების მიმართ იჩენდნენ - ამ აქციების ორგანიზატორები არიან ნინო ლომჯარია, ბაია პატარაია, ელენე ხოშტარია და კიდევ ბევრი ე.წ. „ქალი პოლიტიკოსი“ - იოანე შაიშმელაშვილი

1714731322
იოანე შაიშმელაშვილი

„არაერთი მაგალითი ვნახეთ და ალბათ, კიდევ ბევრი იქნება, სადაც კონკრეტული, სახე დაფარული პირები მომზადებული რეპლიკებითა და შეძახილებით ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ მძღოლებსა და გამვლელებზე, რომ „აუცილებლად მათ გვერდით უნდა დადგნენ“ - ამით ცდილობდნენ გადაეფარათ სრულიად სამართლიანი და ადამიანური თხოვნები გზის გახსნაზე და მძღოლების გატარებაზე“, - ამის შესახებ „ხალხი ძალის“ წევრი, იოანე შაიშმელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, როგორც აშშ-ში, ასევე ბევრ ევროპულ ქვეყანაში გვინახავს, საპროტესტო აქციების დაშლა, სადაც პოლიცია ძალიან მკაცრ ფორმებს იყენებდა მომიტინგეების წინააღმდეგ.

როგორც შაიშმელაშვილი აღნიშნავს, ასევე ხაზი უნდა გაესვას ორგანიზებული შევიწროებას, რასაც ადგილი აქვს პოსტვ-ს ჟურნალისტების მიმართ და ამ ყველაფერს დუმილი ახლავს „სიტყვისა და გამოხატვის უფლების“ დამცველებისგან.

„ბევრი აქცია გვინახავს როგორც ევროპის ქვეყნებში, ისე შტატებში, ისიც გვინახავს სად როგორ შლიან აქციას, რომელი ქვეყნის პოლიცია როგორ იყენებს ძალას, რის და რამდენის უფლებას აძლევენ მომიტინგეებს, რომლებიც ქალაქებში მეტი დაძაბულობის გამოწვევის მიზნით გზებსაც კეტავენ, ხან ხელს ან სხეულის სხვა ნაწილებს იწებებენ ასფალტზე, რომ მათი დაშლა კიდევ უფრო გართულდეს. 2023 წლის ბოლოსა და 2024 წლის პირველ თვეებში აქტიურად იმართებოდა პოლონეთში, უნგრეთში, რუმინეთში, გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში ხაზგასმით ეკონომიკური და ფინანსური სირთულეების გამო ფერმერების აქციები, რომელსაც სტრასბურგისა და ბრიუსელის პოლიცია ძალიან მკაცრად შლიდა. მიზეზი მარტივი იყო - გზების გადაკეტვა, სატრანსპორტო კოლაფსის მცდელობა, მოსახლეობისთვის დისკომფორტის შექმნის მცდელობით ზეწოლისა და წნეხის გაძლიერება ხელისუფლებაზე და ა.შ. წუხანდელი აქცია ამ მცდელობებსაც გასცდა.

არაერთი მაგალითი ვნახეთ და ალბათ კიდევ ბევრი იქნება, სადაც კონკრეტული, სახე დაფარული პირები მომზადებული რეპლიკებითა და შეძახილებით ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ მძღოლებსა და გამვლელებზე, რომ „აუცილებლად მათ გვერდით უნდა დადგნენ“, „ყველაფერი გადადონ და შეუერთდნენ“, „საერთო საქმეს აკეთებენ“ და ა.შ. ამით ცდილობდნენ გადაეფარათ სრულიად სამართლიანი და ადამიანური თხოვნები გზის გახსნაზე და მძღოლების გატარებაზე. ცალკე დასაგმობია ის ზეწოლა, რომელსაც იგივე პირები იჩენდნენ ქალების მიმართ, მიმართავდნენ ღრიალით, მანქანაზე მუშტების ბრახუნით, მუქარით, დაცინვით. ამ აქციების ორგანიზატორები არიან ნინო ლომჯარია, ბაია პატარაია, ელენე ხოშტარია და კიდევ ბევრი ე.წ. „ქალი პოლიტიკოსი“, რომელიც ცოტა ხნის წინ გენდერული კვოტების გაუქმებას იმიტომ აპროტესტებდნენ, რომ ქალები იჩაგრებოდნენ. არც გუშინ და არც დღეს მათგან არაფერი გვსმენია. ხაზგასასმელია ორგანიზებული შევიწროება პოსტვ-ს ჟურნალისტების მიმართ, უკვე მერამდენედ, რასაც აბსოლუტური დუმილი ახლავს „სიტყვისა და გამოხატვის უფლების“ დამცველებისგან, ასეთ დროს დუმილი კი წახალისებაა. პრემიერი ირაკლი კობახიძე ბრიფინგისას საუბრობდა, რომ 2021-2023 წლებში „რომ არა რევოლუციური მცდელობები, საქართველოს ეკონომიკა დამატებით 5 მილიარდი დოლარით მაინც გაიზრდებოდა“.

გაუმჭვირვალობის მიზანიც ეს არის. მნიშვნელობა არ აქვს რა ბერკეტით მოახდენ ზეწოლას ხელისუფლებაზე, მთავარია ჩააყენო ისეთ მდგომარეობაში, რომ ვეღარ მართოს, ვერ მიიღოს სუვერენულად გადაწყვეტილება და შემდეგ, სასურველ დროს, კანვასისა და სხვების ტრენინგებზე გავლილი გაკვეთილებით მაქსიმალური პრობლემები შეიქმნას. თუ ეს ხელისუფლების ცვლილებას მოიტანს, ეს იქნება პროგრამა მაქსიმუმი, თუ არადა ხელისუფლება მუდმივად „კოჭლი იხვის“ პოზიციაში უნდა იყოს. 2024 წელი ანუ საარჩევნო წელი რადიკალურმა ოპოზიციამ დაიწყო სამების ტაძარში ხატის შეურაცხყოფით, მაგრამ მალევე მიხვდნენ, რომ რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების გამოწვევა ურთულესია, თორემ, სახელებს აღარ ჩამოვთვლი, ერთი არ დარჩენილია რადიკალურ ოპოზიციაში, სოლიდარობა და მხარდაჭერა არ გამოეხატა ე.წ. სამოქალაქო აქტივისტისთვის. რატომ მოხდა, რომ არც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე კანონპროექტის გაჟღერებამ, არც გენდერული კვოტების გაუქმებამ, ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო საკონსტიტუციო ინიციატივამაც კი არ იმუშავა რადიკალური ოპოზიციის განწყობაზე, მათ მფარველებზეც კი და ერთი თვის წინ ლგბტ თემაზე შეკითხვის დასმისას მხოლოდ ფასები ეწერათ პირზე? იმიტომ, რომ ნებისმიერი კანონისთვის გვერდის ავლა იქნება შესაძლებელი, თუკი არ იქნება გამჭვირვალობის კანონი, თუკი არ იქნება გამჭვირვალე ის ფული, რომელიც ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების დასაფინანსებლად შემოდის, რომელიც თურმე მოსახლეობის უკეთესი ცხოვრებისთვის ზრუნავს. როგორც ადარდებთ ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მოსახლეობის უკეთესი ცხოვრება კი ვნახეთ გუშინ აქციაზე...

და ბოლოს, ამერიკის პრეზიდენტის სიტყვებს ბუნებრივად ვიღებთ ამერიკული პოლიტიკური „ისტებლიშმენტის“ პოზიციად. როდესაც გვესმის, რომ „ძალადობრივი პროტესტი არ არის დაცული, მშვიდობიანი პროტესტია დაცული“ ისევ დისტოპიური ნაწარმოებები გვახსენდება, სადაც შავი თეთრია მაშინ, როცა ეს სჭირდება მხარეს მოწინააღმდეგის წინააღმდეგ, მაგრამ შავი თეთრი ვერ გახდება, თუკი მისი ინტერესები ზიანდება. თუ ამერიკაში არ შეიძლება სატრანსპორტო კოლაფსის გამოწვევა, მაგრამ სატრანსპორტო კოლაფსი, მძღოლების შეურაცხყოფა, მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა და სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება „მშვიდობიანი შეკრების ფარგლებში ჯდება, და მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ასეთი აქციების უზრუნველსაყოფად, არც დამნაშავეებს არ უნდა ახლოს ხელი“, რა გამოდის? ომი მშვიდობაა, მონობა თავისუფლებაა და უმეცრება ძალაა? ისევ და ისევ, ტოტალიტარული აზროვნების ეს მეთოდი, ორი აზრის პრინციპი მუშაობს იქ, სადაც საღ აზრს „აზრის პოლიცია“ ებრძვის. „აზრის პოლიციის“ კლასიკური მაგალითია ის ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომელსაც გმირთა მოედანზე აქციის კონკრეტული მონაწილეები ახდენდნენ მძღოლებზე და ე.წ. ნამუსზე აგდების პრინციპით მათ გადმობირებას ცდილობდნენ. დუმილი პრემიერის შეთავაზებაზე ღია დისკუსიასთან დაკავშირებით, სადაც ყველა დაინახავს რომელ მხარეს რა არგუმენტი აქვს, გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგეები უბრალოდ დუმან, რაც ნიშნავს, რომ საღ აზრთან დაპირისპირება არ შეუძლიათ. საღი აზრი კი შემდეგია - საქართველო სუვერენული ქვეყანაა და ყველამ უნდა სცეს პატივი სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილებას!“, - წერს შაიშმელაშვილი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„არასწორია ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ აგორებული ბულინგი, ის მეტად ევროპელია, ვიდრე ბევრი „კლავიატურის ლომი“ - თათია შარანგია

⭕კვერცხი, პასქა და ჯეჯილი - რა სიმბოლური დატვირთვა აქვთ მათ

⭕დღეს წითელი პარასკევია - დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღე