ჟურნალისტი ბექა ყორშია სოციალურ ქსელში მის მეგობართან დაკავშირებულ ისტორიას იხსენებს, როცა ქართველ გოგოს არაბი ბიჭი გააცნო და მათ ერთმანეთი თავდავიწყებით შეუყვარდათ.
ამბავში მონაწილეობს ბექა ყორშიას მეგობრის მამაც, რომელსაც შვილის შეყვარებულზე სახალისო რეაქცია ჰქონდა.
„რახან არაბულთან დაკავშირებულ გაუგებრობებზე ჩამოვარდა ლაპარაკი, ეს 5 წლის წინანდელი ისტორია უნდა გავიხსენო.
ჩემს ერთ ქართველ მეგობარ გოგოს გავაცანი იორდანიელი სტუდენტი ბიჭი, რომელიც აქ სამედიცინოზე სწავლობს.
ერთმანეთი მალე ისე შეუყვარდათ, ჭკუაზე არ იყვნენ.
ამ გოგომ გადაწყვიტა, აიანთან გადასულიყო საცხოვრებლად. გაგიჟებული მამამისი მირეკავს, რომელმაც საერთოდ არაფერი იცოდა ამ ამბის შესახებ:
- ბექა, გამაგებინე ერთი ვინ ბიჭი გააცანი კატოს, მაგის გამო სახლიდან რომ წავიდა ამ წვიმასა და თქეშში ?
- გადასარევი ვინმეა... არაბია, გივი ბიძია - ვუთხარი. წამით სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. აი, ახლა ამომიტრიალებს -მეთქი, ვფიქრობდი, როცა დაბნეული ხმით მეკითხება:
- მოიცა... რა არ აბია ?“, - წერს ბექა ყორშია.
ასევე დაგაინტერესებთ👇