Digest Logo

„წარმატება ერთ ღამეში არ მოდის“ - მერაბ დვალიშვილი

1751883991
მერაბ დვალიშვილი

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა, რომელიც საქართველოში 10-კაციან ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა, საქართველო 18 ივნისს დატოვა.

ახლახან მან სოციალურ ქსელში ბავშვობის ფოტოები გაავრცელა, სადაც ქრონოლოგიურად ჩანს მისი კარიერის განვითარების ეტაპები:

„წარმატება ერთ ღამეში არ მოდის“, - წერს მერაბ დვალიშვილი.

ერთ-ერთ ინტერვიუში მერაბი ამბობდა:

„მიღწეულზე არ უნდა დაკმაყოფილდე, როცა თავიდან სპორტით ვიყავი დაკავებული ბევრ შეჯიბრებას ვაგებდი კიდეც. როცა თბილისის ჩემპიონი გავხდი ეს ჩემთვის საამაყო იყო.

სპორტით სერიოზულად დავკავდი დაახლოებით 13 წლის ასაკში. 15-16 წლის როცა ვიყავი უკვე ვდებდი ცოტ-ცოტა შედეგებს.

შემეძლო მთელი ცხოვრება მეთქვა, რომ გავხდი ოდესღაც თბილისი ჩემპიონი ჭიდაობაში მოვიგე 5 შეხვედრა...

შეგიძლია, მანდ გაჩერდე და მთელი ცხოვრება იქნები თბილისის ჩემპიონი, მაგრამ მაგის მერე უნდა დაისახო ახალი მიზანი, გახდე საქართველოს ჩემპიონი, მერე გინდება სხვა საერთაშორისო ტურნირზე მიიღო მონაწილეობა და გახდე იქაური ჩემპიონი, ამიტომ არ უნდა დაკმაყოფილდე მიღწეულზე“, - ამბობს მერაბ დვალიშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ძალიან ძლიერი ვარ, ყველაფერს გავცვლიდი ნუცასთან გატარებული 1 დღისთვის... არ მყავდა ქმარი, რომელიც ჩემ დარდს და ტკივილს გაიზიარებდა ჩემნაირად“ - მაია ასათიანი

„დავუბრუნდი ისევ ჩემს ფერებს“ - სოფო ბედიამ იმიჯი შეიცვალა

ნოდიკო ტატიშვილი დედასთან ერთად საბერძნეთში მოგზაურობს - მომღერალი სანტორინიში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს