ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჰყვება, რომ მისი უმცროსი შვილი საქართველოს გარდაცვლილი პატრიარქის ილია მეორის ნათლულია და პატრიარქისგან მან ბოლო საჩუქარი მიიღო.
„პატრიარქის ბოლო საჩუქარი...
მინდა სულ მახსოვდეს, რამდენი სასწაული მოხდა ჩემ ცხოვრებაში, ზოგადად მაქვს ხოლმე შეხება სასწაულებთან. ეს სასწაული კი მნიშვნელოვან დროს მოხდა და მინდა თქვენც მოისმინოთ.
ჩემი და პატრიარქის ურთიერთობა დაიყო 2000 წელს, როდესაც სიონის ტაძარში მივედი და მის წირვას დავესწარი, ხშირად დავდიოდი. წინა რიგებში ვდგებოდი, რათა მისი ხელი ჩემს თავზე მეგრძნო და მისი წყალობა გადმოსულიყო ჩემზე.
როდესაც პატრიარქის პანაშვიდზე ვიყავით ნათლულებთან ერთად, პირველი რაც გავიფიქრე იყო, რომ რატო არ წავიღე ჯვარი, რომ მიმეწოდებინა კახასთვსის (პატრიარქის სტიქაროსანი) დაედო პატრიარქის გულზე და მისგან სასწაული ენერგეტიკა მიმეღო, ჩემი შვილისთვის.
კახას შემდეგ მივწერე, თუ შეეძლო მოეძია იქვე პატარა ჯვარი, რომელსაც პატრიარქს დაადებდა გულზე და სთხოვდა მიქაელი დაელოცა“, - ამბობს ხატია სიჭინავა.
როგორც ტელეწამყვანი ჰყვება, პატრიარქის სტიქაროსანმა, კახა მიქიაშვილმა უთხრა მიეტანა ჯვარი და შეძლებდა ხატიასთვის ამ სურვილი შესრულებას, თუმცა ხატიამ იქ მისვლა ხალხმრავლობიდან გამომდინარე ვერ შეძლო.
„იმ დღესვე რამდენიმე საათში მწერს კახა, რომ მის ფეხებთან დავარდა ჯვარი.
ამდენ ხალხში ამდენ მილიონ ადამიანში, წარმოგიდგინეთ კახას ფეხებთან დავარდა პატარა ჯვარი. კიდევ უფრო მეტი საოცრება იყო, ის რომ როდესაც სიონში მივედი და კახამ ჯვარი გადმომცა, ეს ჯვარი ზუსტად ისეთი იყო, როგორიც წარმომედგინა“, - ჰყვება ხატია სიჭინავა.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
22 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონში ამბიონთან - წმინდა ნინოს ჯვარსა და ათონის ივერთა მონასტერში დაცული წმინდა ხატის ასლს შორის დაკრძალეს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ეს არის ადამიანური ინსტინქტი, რომ ერთი ადამიანი მეორეს დაეხმაროს…“ – ვინ არის გოგონა, რომელიც პატრიარქის სამძიმარზე მიმავალ ხალხს წყალს აწვდიდა