Digest Logo

ჰანდე ერჩელი მიმართვას ავრცელებს - „მე ვარ ადამიანი, რომელსაც უყვარს ჩემი ქვეყანა და ენდობა ჩემს მთავრობას“

1774428352
ჰანდე ერჩელი

თურქულ მედიაში, დღეს, 25 მარტს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობ ჰანდე ერჩელის დაკავების ორდერი გაიცა. საქმე ნარკოტიკებთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება.

ამავე საქმეზე დაკავებულია 14 პირი.

ამჯერად მომხდარს მსახიობი ეხმაურება და სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

„სწავლის გამო დაახლოებით ერთი თვეა საზღვარგარეთ ვარ.

გუშინ ღამით, თქვენსავით, ამ საკითხის შესახებ საინფორმაციო საშუალებებიდან გავიგე და ჩემს ქვეყანაში დავბრუნდები სიტუაციის გასარკვევად, საჭირო განცხადებების გასაკეთებლად და ჩვენების მისაცემად.

მე ვარ ადამიანი, რომელსაც უყვარს ჩემი ქვეყანა და ენდობა ჩემს მთავრობას და თურქულ მართლმსაჯულებას. მჯერა, რომ სიტუაცია რაც შეიძლება მალე გაირკვევა“,- წერს მსახიობი.

შეგახსენებთ, რომ ჰანდე ერჩელი თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობია, რომელსაც ინსტაგრამზე 32 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გასახდელში ერთი გუნდი ვართ, ჩემთვის თითოეული ფეხბურთელი კაპიტანია და მთავარია, ერთად ვიბრძოლოთ“ - ხვიჩა კვარაცხელია

🎥 „მნიშვნელოვანია, მადლიერება იყოს უფრო მეტი, ვიდრე გოდება და გლოვა“ - რას მოიტანს პატრიარქის გარდაცვალება, მარიამ შუკაკიძე

⭕მერკურის რიტუალი, რომელიც ოთხშაბათს უნდა გააკეთოთ - „აიღეთ ჭიქა წყალი, ჩააგდეთ მასში ვერცხლისფერი მონეტა და დადგით მთვარის შუქზე“