Digest Logo

„წარსული გამოცდილება, აწმყოს ემოცია და მომავლის ხედვა ერთ სივრცეში შეიკრა“ - ნინი შერმადინმა 2025 წელი შეაჯამა

1767270771
ნინი შერმადინი

ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც 2025 წელს აჯამებს. 

როგორც თავად ამბობს, გასული წელი მისთვის განსაკუთრებული იყო:

„მადლობა 2025-ს. 

ეს წელი ჩემთვის იყო განსაკუთრებული. 25 წელი სცენაზე და 2025 გახდა ის წერტილი, სადაც წარსული გამოცდილება, აწმყოს ემოცია და მომავლის ხედვა ერთ სივრცეში შეიკრა.

მადლობა ჩემს მსმენელს - თქვენი ტაში, სიყვარული და ენერგია მაძლევს ძალას ვიყო უკეთესი ყოველ ჯერზე.
მადლობა ჩემს სტუდენტებს - თქვენ ჩემი ყველაზე დიდი შთაგონება ხართ.

მადლობა ყველა ადამიანს, ვინც ჩემს გზაზე იყო წელს - ორგანიზატორებს, მეგობრებს, კოლეგებს, დიასპორას მთელ მსოფლიოში.

2025 წელს მე არა მხოლოდ ვიმღერე - ვასწავლე, შევქმენი, შთავაგონე და გავიზიარე.

ჩემი სტუდია გაიზარდა და უკვე სამ შტატშია წარმოდგენილი, ხოლო ჩემი სტუდენტები წარმატებით მონაწილეობენ კონკურსებსა და პროექტებში - ეს ჩემი ყველაზე დიდი სიამაყეა.

2026 წელს კი უფრო მეტს ველი - საკუთარი თავისგანაც და სამყაროსგანაც. მეტი ახალი სიმღერა, მეტი კლიპი, მეტი ემოცია და მეტი შთაგონება მოდის…

გმადლობთ, რომ ჩემს გვერდით ხართ. მადლიერი ვეთხოვები 2025 წელს და სიხარულით ვეგებები 2026 წელს! 

გილოცავთ დამდეგს მეგობრებო, სიხარულის, სიყვარულის, ბედნიერების, ჯანმრთელობის, ხვავის, ბარაქის,წარმატების და სურვილების ახდენის წელი ყოფილიყოს ყველასთვის!“, - წერს ნინი შერმადინი.

ასევე დაგაინტერესებთ:

იანვრის დღეები, როცა არ არის სასურველი ექიმთან და სილამაზის სალონებში ვიზიტი - ეკა კვარაცხელიას რეკომენდაცია

„ბედნიერი 2026... საუკეთესო სურვილები ჩვენგან“ - კალაძეების ოჯახური იდილია და ახალი წლის განწყობა

რა არის რეკომენდებული და რისგან ჯობს თავის შეკავება 1-ელ იანვარს - თაკო მელიქიშვილის რჩევები