მსახიობი ზურა ბერიკაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ბოლო თვეების განმავლობაში მძიმე დაავადებას ებრძოდა.
სამწუხარო ინფორმაციამ ქართველი ხალხი ძალიან დაამწუხრა. კინოსა და თეატრისთვის ზურა დიდი დანაკლისია.
გარდაცვლილს მეგობარი, მუსიკოსი გია ბაღაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურად ემშვიდობება:
„წავიდა ჩემი ზურა და ჩაწყდა გულში რაღაც დიდი და მთავარი!.. ის იყო ოქროს ადამიანი... სიკეთით სავსე, კეთილშობილი, თავმდაბალი, გვერდში მდგომი, სიყვარულით და სითბოთი სავსე, უნიჭიერესი ხელოვნებაშიც და ადამიანობაშიც... საუკეთესო იყო მთელს ჩვენს თაობაში! ამიტომაცაა ასე გულსაკლავი ზურას წასვლა... თან რა ახალგაზრდა წავიდა...
ჩემო ძმაო, ჩემო ბერიკ, შენს სულს ვენაცვალე, შენს ნათელ და სიკეთით სავსე სულს... ღმერთმა დაგიმკვიდროს სასუფეველი ჩემო მაგარო კაცო!.. მთელი ცხოვრება ჩემს გულში იქნები!“, - წერს გია ბაღაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕გური გიორბელიძე დაინიშნა - ცნობილია, ვინ არის ფეხბურთელის რჩეული