Digest Logo

„წესიერ რუსებს“ რომ ვთხოვოთ, ერთი აქცია მაინც მოაწყონ... გავრისკოთ და ვაკადროთ რა... აქ მათ ამისთვის არავინ დააპატიმრებს“ - ნათია ფანჯიკიძე

1646902268
ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი - ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ თუკი „წესიერ რუსებს“ ანტისაოკუპაციო აქციის ჩატარებას ვთხოვთ ქსენოფობები არ უნდა ვიყოთ.

„წესიერ რუსებს“, რომლებიც ათასობით არიან აქ, რომ ვთხოვოთ, მივიდნენ ენგურთან, შიდა ქართლის მავთულხლართებთან და რუსულ ჯარს სთხოვონ ტანკების გაყვანა, ერთი აქცია მაინც მოაწყონ, ქსენოფობები ხომ არ ვიქნებით?

გავრისკოთ ქსენოფობობა და ვაკადროთ რა, მიტინგიდან ვთხოვოთ, ტელევიზიებიდან, აქ ხომ მათ არავინ დააპატიმრებს ამისთვის, ვერ მოიმიზეზებენ პატიმრობის შიშს“, - წერს ფანჯიკიძე.