
ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს.
ამჯერად მან მორიგი პოსტი გაავრცელა, სადაც განათლებასა და წიგნიერებას შორის სხვაობაზე საუბრობს:
„ბევრჯერ ვამბობ ხოლმე ამას: განათლებასა და წიგნიერებას შორის უდიდესი სხვაობაა.
შეიძლება უამრავი წიგნი გქონდეს წაკითხული, მაგრამ განათლებული საერთოდ არ იყო. ასეთ ადამიანს ვიწრო პროფილში - ,,ნაკითხი” ეწოდება. თუმცა, შესაძლოა ერთი წიგნიც არ გქონდეს წაკითხული, მაგრამ განათლებული იყო.
განათლებას სულიერი თვალი და ცხოვრებისეული გამოცდილება გვაძლევს. თუ შიდა ნათლით არ შეიმოსა ადამიანი, გარეთ ვერაფერს დაინახავს.
ზოგი დაბადებიდან ასეთია, ვისაც კოსმოსური ენერგიის მიღება და საკუთარი ქვეცნობიერის გამოკვება შეუძლია. სულიწმიდა თავად ახვედრებს ასეთს, თუ სად არის ჭეშმარიტება და სად სიცრუე.
ღმერთთან ინტენსიური სიახლოვე სულიერ სამყაროს განახვებს, სიშორე ილუზიებს ბადებს.
წიგნი არაჩვეულებრივი საშუალებაა ზრდისთვის, თუმცა მხოლოდ ის არ კმარა სრულყოფილი აზროვნებისთვის, მთავარი გამოცდილება და სულიერი საზრდოს სწორად გენერირებაა. აქედან იწყება ყველაფერი“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო სიყვარულო“ - ნიკა კოჩაროვი იუბილარია
⭕ნუკი კოშკელიშვილი შვილის სქესის გაგების ცერემონიიდან ახალ ფოტოებს აქვეყნებს
⭕მარიამ შენგელიას მოგზაურობა გრძელდება - მომღერალი ახალ ფოტოებს გვიზიარებს