საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია შეიწყალა.
გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
ამ ამბავს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი - კუკური ბარამიძე, იგივე დომენიკ მანგო გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ციხიდან გამოსული ადამიანები უნიკალურ ფორმაში არიან“.
„ციხიდან გამოსული ადამიანები რა წონაზე და რა ტანზე დგანან... გვარამია წლის ყველაზე სიმპათიური მამაკაცების ათეულში მოხვდება.
გილოცავ, აბა შენ იცი“, - წერს ბარამიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ტელეწამყვანების რეაქცია, როდესაც პირდაპირ ეთერში შეიტყვეს, რომ პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა