Digest Logo

„ციმციმა და სიგნალი ჩართული ჰქონდა. თავისი სათადარიგო საბურავი მოხსნა და მიიტანა... საკუთარი ხელით დაუგო“ - რა მოხდა ქუთაისში

1667973349
სასწრაფო დახმარება

სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი „ქუთაისელები“ ქუჩაში შესწრებულ ისტორიაზე წერს და ამბობს, რომ სასწრაფოს მანქანის მძღოლმა, რომელსაც ავტომობილი გაუფუჭდა, მოსახლეობის მხრიდან დიდი დახმარება მიიღო.

„წეღან გზაზე სასწრაფოს მანქანა შემხვდა, გვერდზე გადაყენებული, ორი საბურავი ჰქონდა გახეთქილი
ორივე ერთ მხარეს, ეტყობა სადღაც ნამსხვრევებს გადაუარა, დაგლეჯილი იყო, არ ვიცი გამოძახებაზე მიდიოდა მგონი, ციმციმა და სიგნალი ჩართული ჰქონდა ზუსტად 7 მანქანა იყო გაჩერებული მის სიახლოვეს, მანქანასთან უამრავი ხალხი იყო, ზოგი „დანგრატით“ წევდა ზოგი სათადარიგო საბურავს ხსნიდა.

შორიახლოს ერთი ჯიპი ეყენა, რომლის მძღოლმაც მას შემდეგ რაც დაინახა რომ ორივე საბურავი გახეთქილი იყო,
თავისი სათადარიგო საბურავი მოხსნა, არ ვიცი ვერ ვერკვევი, ალბათ მიდიოდა ზომებში.

მოხსნა და მიიტანა... საკუთარი ხელით დაუგო. ზოგჯერ ვამბობთ ხოლმე, გვეშველება რამე? პასუხი:
კი გვეშველება.

ჩვენში არის რაღაც ნამდვილი, რაღაც წრფელი, რაც ყოველ ჯერზე მიბრუნებს იმის რწმენას, რომ ნამდვილი ადამიანები არსებობენ“, - წერს გვერდი „ქუთაისელები“.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „აიღო რევოლვერი და ეუბნება, ხვალ თუ ასე მოხდა, 4 ტყვიის მეტი არ დამჭირდებაო. შევარდნაძეს ყურში რაღაც უჩურჩულა, მივიდა ტრიბუნასთან და თქვა...” - რას ჰყვება ქეთი დუმბაძე

🔵„მუჰამედმა წამართვა ტელეფონი, დამარბენინებს და მიღებს ფოტოებს“ - ნიკოლოზ წულუკიძე და ნანიკო ხაზარაძე იორდანიაში მოგზაურობენ (ფოტოები)

🔵„ჩვენი გოგო ძალიან ჯიუტია და საქართველოს პოპულარიზების შანსს ხელიდან არასდროს უშვებს“ - რას ჰყვება დავით ზურაბაშვილი ცოლზე