
სპორტული გვერდის Geo Team-ის დამფუძნებელი, სპორტული ჟურნალისტი საბა საპანაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას სიახლეებს მუდმივად უზიარებს.
აღსანიშნავია, რომ საბა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გვერდით აქტიურად იმყოფება და სიახლეებთან ერთად ფეხბურთელების სახალისო ვიდეოებს გვიზიარებს.
ამჯერად იგი სოციალურ ქსელში იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინტერვიუს აქვეყნებს, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოში იმყოფებოდა. ვიდეოში ფაბრიციო რომანო ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს:
„ნაპოლიმ“ ტიტული მოიგო, ამიტომ ამ ყველაფერს განსხვავებული გავლენა ჰქონდა. როცა იგებ ამას, აღარ ტირი იმაზე, რაც მოხდა. კონტე „ნაპოლის“ გაჩემპიონებაში დაეხმარა, ასევე დაეხმარა იმაში, რომ არ გამოჩენილიყო ის დიდი დანაკარგი, რაც დიდებული მოთამაშის წასვლას მოჰყვება, როგორიც კვარაა. ტექნიკური თვალსაზრისით, მათ დაკარგეს ფეხბურთელი, რომელიც ყოველთვის ქმნიდა რაღაც განსხვავებულს. ამოუცნობი იყო, ყოველთვის საუკეთესო ხარისხს აჩვენებდა. იგი იმ ფეხბურთელთა კატეგორიაშია, რომელიც მოედანზე განსხვავებულობას ქმნის. ხვიჩა ერთი ერთზე თამაშში საუკეთესოა და ასეთი ფეხბურთელის პოვნა მსოფლიოში მარტივი არ არის. იქ არ ტირიან, რადგან „ნაპოლი“ წელს ჩემპიონი გახდა, თუმცა წლების გასვლასთან ერთად ხალხი კიდევ უფრო დააფასებს, რა გააკეთა კვარაცხელიამ „ნაპოლისთვის“, - ამბობს ფაბრიციო რომანი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ილია თოფურია შვილების ფოტოებს გვიზიარებს - „ულამაზესი ოჯახი“
🎥 რა არის ჩვენი დამახასიათებელი თვისებები ნუმეროლოგიის მიხედვით? - მარიამ შუკაკიძის განმარტება