Digest Logo

🎥 რა არის ჩვენი დამახასიათებელი თვისებები ნუმეროლოგიის მიხედვით? - მარიამ შუკაკიძის განმარტება

1759238902
მარიამ შუკაკიძე

რა არის ჩვენი დამახასიათებელი თვისებები ნუმეროლოგიის მიხედვით? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დღის პოსტი“ ასტროლოგმა მარიამ შუკაკიძემ ისაუბრა და თითოეული ციფრის ქვეშ დაბადებული ადამიანი დაახასიათა:

„ასტროლოგიასთან და ფსიქოლოგიასთან ერთად არის ნუმეროლოგიაც, რომელიც თვითშემეცნებაში გვეხმარება.

ვინ ვართ და რა მისია გვაქვს? - ყველა ადამიანს აქვს გონების ციფრი, რომელიც არის დაბადების თარიღი და ის უნდა დაიყვანოთ ერთნიშნამდე.

გონების რიცხვი:

ვინც დაიბადა 1,10,19,28 - ეს არის გონების ციფრი ერთიანი. ამას მართავს მზე, არიან ლიდერები და აქვთ უნარი მართონ ხალხი. ასევე არიან ხელგაშლილები. კარმული არის მამასთან ურთიერთობა. აუცილებელია მამასთან დაალაგონ ურთიერთობა.

ვინც დაიბადა 2,11,20, 29 - არის ციფრი ორიანი და მართავს მთვარე. ძალიან ემოციურია მთვარე, ინტუიციურები და მზრუნველები არიან, დედასთან ურთიერთობა არის კარმული. კარგია დაალაგონ დედასთან ურთიერთობა. ძლიერი მხარე არის დიპლომატია.

ვინც დაიბადა 12,21,30 - არის ციფრი სამი და მართავს პლანეტა იუპიტერი. წარმატების პლანეტაა და საკმაოდ მასშტაბურები არიან, წარმატებულები და ცნობისმოყვარეები. რაც უფრო მეტ სფეროში იქნებით და შეიმეცნებთ, უფრო კარგად აასრულებთ ღვთაებრივ მისიას.

ვინც დაიბადა 4,13,22,31 - არის ციფრი 4. აქვთ საოცარი კრეატიული იდეები და უნარი აქვთ გავლენა ჰქონდეთ სხვა ადამიანებზე.

ვინც დაიბადა 5,14,23 - არის ციფრი ხუთი. მართავს პლანეტა მერკური, რაც კომუნიკაციასთან და გაყიდვებთან დიდ კავშირშია. ითვლება რომ 5-ს მოერგოს ნებისმიერ სიტუაციას და გაუგოს სხვა ციფრებს. არიან ძლიერი ორატორები.

ვინც დაიბადა 6,15,24 - არის ციფრი ექვსი. მართავს პლანეტა ვენერა, სიყვარული და ფინანსები მათია. ესთეტიკა და კომფორტი უყვართ.

ვინც დაიბადა 7,16,25 - არის ციფრი შვიდი. ცხოვრების განმავლობაში გადიან კრიზისებს. აქვთ შიშები და შფოთვა, რასაც არ გამოხატავენ. აქვს უნარი გახდეს სულიერი.

ვინც დაიბადა 8,17,26 - არის ციფრი რვა, მართავს სატურნი. არის მატერიალურ კეთილდღეობასა და კარმასთან კავშირში. მას შეუძლია მოიზიდოს ბევრი ფული და პასუხისმგებლობები. უნდა იყოთ კეთილსინდისიერები.

ვინც დაიბადა 9,18,27 - არის ციფრი ცხრა მარსის ენერგიები აქვთ. არიან მებრძოლები და ემოციურები“, - ამბობს მარიამ შუკაკიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 AI 2030 წლისთვის სამუშაო ადგილების 40%-ს ჩაანაცვლებს: რას პროგნოზირებს ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი ავტორი

„ლუდომანია, ემოციური არასტაბილურობა, აკვიატებები და დაბალი თვითშეფასება არ არის განაჩენი...“ - რას წერს ლევან შელეგია

🎥 „უნდა ავიმაღლოთ ცნობიერება და მოვიშოროთ... ძალიან, ძალიან მავნეა“ - სანდრო ჯიბლაძე ყველაზე საშიშ პროდუქტს ასახელებს