Digest Logo

„წლების წინ მითხრეს, არ იმღერო, არ დაუკრა, მოკეტე, სახლში იჯექი, საჭმელები გამიკეთეო...“ - რას წერს ნეკა დოროყაშვილი

1775064396
ნეკა დოროყაშვილი

ქართველი მოდელი ნეკა დოროყაშვილი, რომელიც ფართო აუდიტორიისთვის ცნობილი გახდა ყოფილ მეუღლესთან, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილთან სასამართლო პროცესის შემდეგ, ამჯერად მუსიკალურ სამყაროში ცდილობს ადგილის დამკვიდრებას.

იგი სოციალურ ქსელში წარსულთან დაკავშირებულ წერილს აქვეყნებს:

„მახსოვს, წლების წინ მითხრეს, არ იმღერო, არ დაუკრა, მოკლედ, მოკეტე, სახლში იჯექი, საჭმელები გამიკეთეო.

მე უბრალოდ გიყიდი ყველაფერს, რაც მოგინდებაო და დაიკიდე ეგ ყველაფერიო.

ჰოდა, გავიდა ბევრი წელი და მე ყველაფერი ვისწავლე“, - წერს ნეკა დოროყაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

ვიქტორ სანიკიძე 40 წლის გახდა - როგორ მიულოცა კალათბურთელს დაბადების დღე მეუღლემ

გენო პეტრიაშვილი იუბილარია - სპორტსმენი და პარლამენტის წევრი 32 წლის გახდა

🎥 „პატარა ბაღი მოაწყო ბინაში❤️“ - როგორ უვლის ლელა წურწუმია მცენარეებს