+125 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი მოჭიდავე, „ქართული ოცნების“ დეპუტატი და საამაყო ქართველი სპორტსმენი იუბილარია.
იგი 32 წლის გახდა და სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღო.
ცნობისთვის, გენო პეტრიაშვილის რჩეული ნინი მშვიდობაძეა. წყვილმა ჯვარი რამდენიმე წლის წინ ურბნისის საკათედრო ტაძარში დაიწერა.
შეგახსენებთ, გენო პეტრიაშვილის ინტერვიუს პორტალ „სპუტნიკიდან“
– ბევრი სპორტსმენი თავისი მშობლების გზას ირჩევს ხოლმე. შენც ოჯახური სპორტული ტრადიციების მიმდევარი ხარ?
– რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არა. ჩვენ ოჯახში სპორტსმენები არ ყოფილან, მაგრამ ყოველთვის იყვნენ გულშემატკივრები და ჭიდაობის ყურება ყოველთვის უყვარდათ. ამიტომ მწვრთნელს მათი დათანხმება, რომ ჭიდაობა დამეწყო, დიდხანს არ მოუწია.
– რას ნიშნავს შენთვის ჭიდაობა? ეს გარკვეული თვითგამოხატვის საშუალებაა თუ მას რაიმე მიზნის მისაღწევად იყენებ?
– ვისაც საკუთარი მიზანი ან ოცნება არა აქვს, ის ცუდი სპორტსმენია. ჩვენთვის, პროფესიონალებისთვის, ჭიდაობა – ეს მთელი ცხოვრებაა. რამდენ დროს ვატარებთ სპორტულ დარბაზებში, შეკრებებზე, შეჯიბრებებზე – ვერც კი წარმოიდგენთ. ყოველთვის მთელი აზრები ჭიდაობაზეა, ტურნირებსა და მეტოქეებზე. ჩვენთვის ეს ყველაფერია.
– მუდმივად ჭიდაობაზე ფიქრით ჯერ არ დაღლილხარ?
– არა, დაღლა არ შეიძლება! ასე არ გამოვა. თავს ერთხელ თუ მოდუნების ნებას მისცემ, მერე ამ ტალღაზე აწყობა გაგიჭირდება.

ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „პატარა ბაღი მოაწყო ბინაში❤️“ - როგორ უვლის ლელა წურწუმია მცენარეებს