ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„შენ შეიძლება რვა მილიარდი ადამიანიდან,
ყველაზე დიდი ხარ საქმეებით,
ყველაზე სუფთა ხარ,
ყველაზე ზნეობრივი ხარ,
ყველაზე კარგი ხარ...
რვა მილიარდი ადამიანი მუხლს მოგიდრეკს და თაყვანს გცემს, იმიტომ, რომ ყველაზე კარგი ხარ,
მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს,
არაფერს.
წმინდანობა ნიშნავს იმას, რომ ძე ღმერთის პიროვნებამ მოგიცვას,
და შენ ძე ღმერთის პიროვნების კუთვნილება გახდე,
როგორც ადამიანი,
და ქრისტეს დაემსგავსო,
და მაშინ,
რვა მილიარდი ადამიანი თაყვანს კი არ გცემს – არამედ ჯვარზე გაგაკრავს,
სამწუხაროდ, ასეა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესეთ:
⭕რა არის ავი თვალი, მისი გავლენა და როგორ დავიცვათ თავი? - ეზოტერიკოსის განმარტება
⭕19 თვისება, რომელიც მაღალი ინტელექტის ადამიანებს აქვთ
🎥 „დანიელს ბუცებში ეწილება...“ - სოსო ნებიერიძე შვილების ახალ კადრებს აქვეყნებს