ზუგდიდში, სოფელ გრიგოლიშში უბედური შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, სახლის დემონტაჟის დროს 25 წლის დიმიტრი ქვარცხავა დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, სახლის დემონტაჟის დროს მთლიანად ჩამოიშალა კედელი და მას ბეტონის ფილა დაეცა.
იგი ადგილზე გარდაიცვალა. ახალგაზრდა კაცს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.
მომხდარის შესახებ სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ლელა მებურიშვილი გასაოცარ ფორმაშია - ნახეთ, რა ფოტოებს ავრცელებს ცნობილი მსახიობი