
უბედური შემთხვევა მოხდა ბაღდათში. სოფელ როკითში, კაშხალზე ახალგაზრდა კაცი დაიღუპა.
დაღუპული გიორგი ვაჭარაძეა, რომელიც კაშხალთან ანკესით თევზაობდა და დენმა დაარტყა.
„ანკესით თევზაობდა კაშხალთან და დენი გადასულა და ეს საშინელება მოხდა. მთელი მუნიციპალიტეტი გლოვობს”, - ამბობს გარდაცვლილის ახლობელი.
„საშინელი ამბავია, ვერც ვერაფრით განუგეშებთ. გამოვიარე ეს ყველაფერი და ვერაფერს რომ ვერ უშველი, ის მდგომარეობაა.
გული მტკივა. გისამძიმრებთ ამ დიდ ტკივილს თქვენ ოჯახს“, - წერს დაღუპულის ახლობელი.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ანკესით თევზაობდა და დენმა დაარტყა“ – უბედური შემთხვევა ბაღდათში
⭕ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებზეც 2025 წლის 24 ივლისის ახალი მთვარე ყველაზე დიდ გავლენას მოახდენს
⭕„რა ლამაზი სანახავი ხარ“ - ნუკი კოშკელიშვილი პიკანტურ ფოტოს აქვეყნებს