Digest Logo

ცნობილია, ვინ იყო პედაგოგი, რომელიც შემზარავ ავარიას ემსხვერპლა - „უდავოდ დიდი დანაკლისია“

1710835738
შავი ლენტი

დედოფლისწყაროში მომხდარ ავარიას სამთაწყაროს საჯარო სკოლის პედაგოგი მაია საკანელაშვილი ემსხვერპლა, რომელსაც სოციალურ ქსელში ემოციურად ემშვიდობებიან.

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და მერიის ადმინისტრაცია, მწუხარებას გამოთქვამენ სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის პედაგოგის, მაია საკანელაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებენ მის ოჯახს, ნათესავებს, თანამშრომლებს და მეგობრებს.

მაია საკანელაშვილი იყო ღირსეული მოქალაქე, პედაგოგი და ყველასთვის საყვარელი პიროვნება. მისი გარდაცვალება უდავოდ დიდი დანაკლისია, არა მხოლოდ სამთაწყაროს საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივისთვის და ახლობლებისთვის, არამედ მთელი მუნიციპალიტეტისთვის“, - წერია სამძიმრის წერილში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ლევან წულაძე 59 წლის გახდა - ნახეთ, როგორი ტორტი მიართვეს რეჟისორს

საგამოძიებო სამსახურმა ოქროს კონტრაბანდის ფაქტზე ორი პირი დააკავა

როგორ დაეხმარა გარდაცვლილი და დათო ევგენიძეს სოლო კონცერტის დროს და რა სასწაულები ხდება მუსიკოსის ცხოვრებაში