„მე წოწ მარია ძალიან მიყვარდა, ის ჩემი დედასავით იყო... ეტა ია ნე სუმასაშლა, ეტა ტი სუმასაშლა... მოვკიდე ხელი, ჯერ გარდირობზე მივარტყმევინე თავი, მერე კედელზე.... მივხვდი, რომ აღარ დამზოგავდა...“ - ეს ფრაზები ყველამ ზეპირად ვიცით და არ თქვათ რომ არა! თორემ, „მეთქი, შე აფერისტო...“
როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, სამართალდამცველებმა ვენერა ობოლაშვილი დააკავეს.
მან მოკლა ოფიციალურ ქორწინებაში მყოფი იური იურკინი და მისი ბინა გაყიდა 4000 ამერიკულ დოლარად;
2008 წელს მოკლა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ანატოლი კალინკა და მისი ბინა 50 000 ამერიკულ დოლარად გაყიდა;
2009 წელს კი - 79 წლის მარია არზამასევა და მისი ბინა გაყიდა 20 000 ამერიკულ დოლარად.
ყველა მოწმის ჩვენებითა და ექსპერტიზის დასკვნებით, საბოლოოდ, სამივე – მკვლელობა, ყალბი დოკუმენტების დამზადება და თაღლითობა დადასტურებულად მიიჩნიეს და ვენერა ობოლაშვილს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
როგორც მედიაში გახდა ცნობილი, ობოლაშვილი თავისუფალია. ეს ამბავი სოცქსელში ვირუსულად გავრცელდა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
გთავაზობთ, რამდენიმე ვარიანტს, თუ როგორ შეხვდა საზოგადოება პატიმრის გათავისუფლებას:
„ძრწოდეთ!“
„ერიდეთ!“
„ჩოხით გამოვიდა“
„სვაბოდა, ვენერ“
„ველოდებით ცეკვავენ ვარსკვლავებში“
„ძაან მოტეხილა“
„თავისუფალია და ვის ოჯახშიც ეს შევააა“.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ჩაფიქრებული სურვილები აგიხდებათ! აიღეთ კალამი და ჩამოწერეთ ისინი! - დღეს ღამე ჩინური ახალი წელი დადგება
🔵ლეგენდარულმა ამერიკელმა ასტრონავტმა 93 წლის ასაკში ცოლი შეირთო
🔵„ჩემი სიყვარული მარადიულია...“ - ქეთა თოფურიას შვილი იუბილარია