თეატრისა და კინოს პოპულარული მსახიობი, ტელეწამყვანი და ბლოგერი რუსკა მაყაშვილი იუბილარია. იგი დღეს, 27 ოქტომბერს 40 წლის გახდა და სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღო, მათ შორის დისგან, ნინუცასგან, რომელმაც მას „ჩემი ადამიანი“ უწოდა:
„ცოტა დაგვიანებით, მაგრამ ზუსტად დროულად ვიპოვე ჩემი ადამიანი ❤️🔥 გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო საყვარელო“, - წერს ნინუცა მაყაშვილი.
ცნობისთვის, რუსკა მაყაშვილი 1986 წლის 27 ოქტომბერს თბილისში, ცნობილი მსახიობის, თამარ მაყაშვილის ოჯახში დაიბადა. ფართო საზოგადოებამ იგი სერიალში „გოგონა გარეუბნიდან“ ანჩოს როლის შესრულებით განსაკუთრებით შეიყვარა.
რუსკა მაყაშვილი დაქორწინებული იყო სპორტსმენ სანდრო ნიჟარაძეზე, რომელთანაც ორი შვილი, ილია და კატო ჰყავს. 2025-2026 წლებში მსახიობმა ღიად ისაუბრა მეუღლესთან დაშორების შესახებ, თუმცა აღნიშნა, რომ ყოფილ პარტნიორთან შვილების გამო ცივილიზებულ და კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს.
View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „შენ ჩემს სულს და ცნობიერებას შეეხე...“ - ჩინელ მომღერალთან ერთად ამღერებული დათო კენჭიაშვილი