ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის ეკა ხოფერიას დედა ნანა ძიძიგური იუბილარია. იგი 74 წლის გახდა.
მას შვილმა დაბადების დღე სოციალურ ქსელში მიულოცა და საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ემოციური პოსტი გაავრცელა:
„ჩემს სიყვარულს, სამაგალითო დიდ გოგოს, რომელსაც სულ ვგავარ და მაინც ბოლომდე ვერ ვემსგავსები, რომელიც მგონი, რომ დაიბადა უკვე იყო ამ თავისი შინაგანი ღერძით, პრინციპულობით და სიკეთეთ და კიდევ შარმით და კიდევ გემოვნებით და კიდევ სტილით.
რომ არა ის, მე ძალიან ბევრ რამეს ვერ შევძლებდი და ვერ მივაღწევდი.
მადლობა არაფერია იმ დიდ გრძნობასთან და ბედნიერებასთან მიმართებაში, ყოველ დილით რომ გააზრებულად მოდის, როცა ვიცი ქუჩის გადაღმა ჩემი დედაა და თუ რამე სულ გვერდში დაგვიდგება. ათასი წელი აი, ასე მინდა იყოს.
ჩვენს ნანა ძიძიგურს გაუმარჯოს, ერთადერთს და განუმეორებელს.
ნანა 74“, - წერს ეკა ხოფერია.
ცნობისთვის, ნანა ძიძიგური წარმოშობით ფოთიდანაა და იგი პროფესიით მედიკოსია. წლების განმავლობაში მოღვაწეობდა როგორც ექიმი. ეკა ხოფერია მას ხშირად ახასიათებს, როგორც გამორჩეული გემოვნების მქონე, გრაციოზულ ქალბატონს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „შენ ჩემს სულს და ცნობიერებას შეეხე...“ - ჩინელ მომღერალთან ერთად ამღერებული დათო კენჭიაშვილი