Digest Logo

🎥 ყოფილების დაბრუნების პერიოდი - როგორი იქნება ნოემბერი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის? მარიამ შუკაკიძის ასტროპროგნოზი

1793114031
მარიამ შუკაკიძე

ნოემბერი ძალიან საინტერესო და ინტენსიური თვეა. წლევანდელი ნოემბერი განსაკუთრებულია, რადგან ბევრი პლანეტა გვექნება რეტროგრადული. რას ნიშნავს? თავად რეტრო წარსულში დაბრუნებას გულისხმობს. როდესაც პლანეტა რეტროგრადულია, ის უკან კი არ ბრუნდება, უბრალოდ შენელებული აქვს სვლა და ვიზუალურად არის ოპტიკური ილუზია, თითქოს უკან მიდის. ეს ნიშნავს, რომ რაღაც პროცესები ნელდება, გვგონია, წინ ვერ მივდივართ. 

ეს ცუდი არ არის. პერიოდი საშუალებას გვაძლევს გადავაფასოთ ჩვენი წარსული.

ძველი საქმის გაგრძელება შეიძლება, მაგრამ ახლის დაწყება არ არის რეკომენდებული.

მზე შევიდა მორიელის ნიშანში, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა მორიელების დროა 22 ნოემბრის ჩათვლით. ეს ეხება წყლის სხვა ნიშნებსაც, თევზებსა და კირჩხიბებს. 

მორიელს კონფლიქტი აქვს ლომთან, მერწყულთან, კუროსთან, ამიტომ ამ ნიშნებისთვის უფრო საფრთხილო პერიოდია. ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერით - ამ პრინციპით იმოქმედეთ. მოერიდეთ კონფლიქტებს, ახალი საქმე არ დაიწყოთ. 

მორიელისთვის, თევზებისა და კირჩხიბისთვის ძალიან კარგი პერიოდია. წამოწყებები შეიძლება, მაგრამ უმჯობესია მზად იყვნენ შეფერხებებისთვის. 

სასწორისთვის კარგი პერიოდია პირადი ურთიერთობების დასალაგებლად. ფინანსურადაც მშვენიერი პერიოდია, შესაძლოა ვალები დაგიბრუნონ. 

ტყუპები - კომუნიკაბელურ უნარებს, ინტერესებს უფრო მეტად განავითარებთ. 

თხის რქა - ეს პერიოდი მათთვის კარგი იქნება კარიერული მიმართულებით. დაწინაურება გელოდებათ.

ქალწული - ჯანმრთელობის საკითხები იქნება აქტუალური, მეტად უნდა დაისვენოთ. მეტი სპორტი და ვარჯიში. მოერიდეთ წუწუნს. 

ვერძი - შესაძლოა დაძაბული თვე იყოს. 

მშვილდოსანი - მზე გადავა თქვენს ნიშანში 22 ნოემბერს და დაგეწყებათ აღზევების პერიოდი. იქამდე კი კუროს და მშვილდოსანს აქვთ ენერგოტონუსის დაქვეითება, ეს ნიშნავს, რომ მეტი დაისვენონ და მიხედონ ჯანმრთელობას.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„რომ არა ის, მე ძალიან ბევრ რამეს ვერ შევძლებდი და ვერ მივაღწევდი“ - ეკა ხოფერია დედას 74 წლის იუბილეს ულოცავს

🎥 „შენ ჩემს სულს და ცნობიერებას შეეხე...“ - ჩინელ მომღერალთან ერთად ამღერებული დათო კენჭიაშვილი

🎥 „შეიძლება ეს არის მეტი ტკბილის მოთხოვნილების სურვილის მიზეზი...“ - ნუტრიციოლოგი მნიშვნელოვან კვლევებზე საუბრობს

✕