მომღერალი ლელა წურწუმია სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია. იგი ხშირად აქვეყნებენ კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან.
ამჯერად იგი დედის საიუბილეო წვეულებაზე გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს, საიდანაც ვიგებთ, რომ ნინო ლომთათიძე 80 წლის გახდა.
როგორც კადრებიდან ჩანს, იუბილარს წვეულება ისე დაუგეგმეს, თავად არაფერი იცოდა. რესტორანში მისულს კი ირგვლივ მისი ოჯახის წევრები და საუკეთესო მეგობრები დახვდნენ:
„დღეს ჩემი ლამაზი დედიკოს დაბადების დღეა. სიურპრიზად დავახვედრე ყველა მისი საუკეთესო მეგობარი. არ ვიცი რამდენად გამოგვივიდა, ცოტა შოკში ჩავარდა, მაგრამ ძალიან ბედნიერია.
გილოცავ ჩემო სიყვარულო, დიდხანს მინდა მყავდე.
დღეს ჩემი უმცროსი დაც დაიბადა, გილოცავ ეკა“, - წერს ლელა წურწუმია.
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.facebook.com/reel/1807126690676259


აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ აღნიშნა დაბადების დღე ნინა ცქიტიშვილმა - მოდელი 47 წლის გახდა