გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ვენერა ობოლაშვილმა მოკლა მასთან ოფიციალურ ქორწინებაში მყოფი იური იურკინი და მისი ბინა გაყიდა 4000 ამერიკულ დოლარად;
2008 წელს ობოლაშვილმა მოკლა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ანატოლი კალინკა და მისი ბინა 50 000 ამერიკულ დოლარად გაყიდა;
2009 წელს მოკლა 79 წლის მარია არზამასევა და მისი ბინა გაყიდა 20 000 ამერიკულ დოლარად.
ყველა მოწმის ჩვენებითა და ექსპერტიზის დასკვნებით, საბოლოოდ, სამივე – მკვლელობა, ყალბი დოკუმენტების დამზადება და თაღლითობა დადასტურებულად მიიჩნიეს და ობოლაშვილს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მან სასჯელი მოიხადა და ახლა თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას „კურიერი პ.ს.“ ავრცელებს.