Digest Logo

„სამსახურიდან რომ მოვედი, სასწრაფო და პატრული დამხვდა სახლის აივანზე, კიბეებზე“ - რას წერს თამარ ლეკვეიშვილი

1727279236
თამარ ლეკვეიშვილი

იუმორისტი თამარ ლეკვეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ სახლში დაბრუნებულს მას პატრული და სასწრაფო დახმარების ბრიგადა დახვდა.

„ფაქტობრივად პატრული სახლში შემომივარდა.

სამსახურიდან რომ მოვედი, სასწრაფო და პატრული დამხვდა სახლის აივანზე-კიბეებზე (კერძო სახლია) თქვენი მისამართიდან არის გამოძახებაო. რა თქმა უნდა, ჩვენგან არავის დაურეკავს 112-ში.

სასწრაფო მალე წავიდა, პატრული კი დაახლოებით 40 წუთი იდგა ჩემი სახლის წინ და არამარტო პატრული, შავმაისურიანი გაურკვეველი ტიპებიც.

გვაშინებენ? არც მე მეშინია და არც ჩემს ქმარს“, - წერს თამარ ლეკვეიშვილი.

 


 

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ადამიანი უდრის სინდისს, ოღონდ არავინ იცის რატომ...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე?

🎥 „საჭიროა საკუთარ თავთან ჰარმონიის პოვნა და დისციპლინა“ - 25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

⭕„ასე მიმაქანეს მანიკას დაბადების დღეზე... ორი თვე რომ ვიტანჯები გამომიყვანეს სახლიდან“ - სალომე შარვაძე