Digest Logo

🎥 „ცრემლების გარეშე შეუძლებელია...“ - რა კადრებს აქვეყნებს გვანცა დარასელია თიკა ფაცაციას სიმღერის პრემიერიდან?

1751912515
გვანცა დარასელია

ტელეწამყვანი და მოდელი გვან­ცა და­რა­სე­ლია 3 წე­ლია, რაც ეკ­რა­ნი­დან გა­უ­ჩი­ნარ­და. ეს პე­რი­ო­დი მან ოჯახ­სა და ოჯა­ხურ ბიზ­ნესს მო­ახ­მა­რა. ცოტა ხნის წინ კი გვანცამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისმა ოჯახმა პრაღაში რესტორანი გახსნა.

ამჯერად იგი სოციალურ ქსელში ტელეწამყვანისა და მომღერლის, თიკა ფაცაციას სიმღერის პრემიერიდან კადრები გამოაქვეყნა, რომელზედაც წერს:

„ცრემლების გარეშე შეუძლებელია შეხვდე მეგობრის ასეთ წარმატებას. შენ ეს დაიმსახურე შენი ნიჭით, შრომით, ადამიანობით, სიყვარულით, სასწაული სხივით, რომელსაც ყოველთვის ყველას გვაძლევ! შენი ბედნიერებით ბედნიერი ვარ. მიყვარხარ“, - წერს გვანცა დარასელია კადრებზე.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

გვანცა შვილებთან და მეუღლესთან ერთად მცხეთაში ცხოვრობს და საკმაოდ აქტიური ცხოვრებითაა დაკავებული, თუმცა, როგორც თავად ამბობს, დასვენებისთვის დრო ყოველთვის რჩება. გვანცა დარასელია ტელეწამყვანის ამპლუას 15 წლის მანძილზე ირგებდა, თუმცა მან 2022 წელს მშობლიური არხიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„ჩემო ძვირფასებო!

მახარებს თქვენი უამრავი გზავნილი იმის შესახებ, რომ გენატრებით ეკრანზე.

მე არ წავსულვარ პროფესიიდან - მიყვარს ის და არასდროს გავცვლი სხვა რამეზე. დროებითი პაუზა მაქვს, რომელიც ავიღე ჩემი ნებით და კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით.

მალე, აუცილებლად დავბრუნდები“, - ამბობდა გვანცა და დანაპირები მართლაც შეასრულა - მის ცხოვრებაში ახლა არაერთი სიახლეა.

ამჯერად იგი, „ქალების რადიოს“ - თანამშრომელია.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Gvantsa Daraselia (@gvantsa_daraselia)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ჩვენ გვავიწყდება, რომ ქრისტეა მხსნელი ცოდვისაგან და არა მე...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

⭕ „კარგი დასვენება...“ - ლუკა ლოჩოშვილი მოგზაურობიდან ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

🎥 „ძალიან ვღელავ...ყველაზე მეტად მაინტერესებს ისინი რას ფიქრობენ...“ - თიკა ფაცაციას განწყობა საკუთარი სიმღერის პრემიერამდე