Digest Logo

🎥 „ცრემლი არ შემშრობია, გრანდიოზული ემოციები, დაუვიწყარი საღამო და საოცარი დასი“ - დიანა ღურწკაია საქართველოში იმყოფება

1772182987
დიანა ღურწკაია

ბოლო წე­ლი­წად ნა­ხე­ვა­რი უსი­ნათ­ლო მომ­ღერ­ლის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლი იყო, რად­გან 2023 წლის 20 მა­ისს გარ­და­იც­ვა­ლა დი­ა­ნა ღურწკა­ი­ას საყ­ვა­რე­ლი მე­უღ­ლე, პეტ­რე კუ­ჩე­რენ­კო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტრა­გე­დი­ი­დან უკვე წლები, მომ­ღე­რა­ლი ვერ ეგუ­ე­ბა და­ნა­კარგს.

მომღერალი, რომელიც წლებია ეკრანზე არ გამოჩენილა სოციალურ ქსელში მსახიობ ზურაბ ყიფშიძეს საჯაროდ უხდის მადლობას და მას ქართული თეატრის მეფეს უწოდებს:

„დღეს, წლების შემდეგ, ვიყავი ქართულ სპექტაკლზე თუმანიშვილის თეატრში „მეფე ლირიზე“. 

ეს იყო გრანდიოზული ემოციები, დაუვიწყარი საღამო და საოცარი დასი.

ამ სპექტაკლის მთავარი გმირი ზურაბ ყიფშიძეა და მინდა მას გადავუხადო მადლობა ამ თბილი მიღებისთვის და იმისთვის, რომ ქართული თეატრის ისტორიაში უდიდესი წილი შეაქვს.

ცრემლი არ შემშრობია და არც ეს ემოციები მიშრება, რაც რამდენიმე საათის წინ მივიღე ბუმბერაზი მსახიობის, ბატონ ზურას და მთელი თუმანიშვილის დასის დამსახურებით.

მადლობა ამ ემოციებისთვის.

ქართული თეატრის მეფისგან ეს თბილი ჩახუტება უდიდესი პატივია“, - წერს დიანა ღურწკაია. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი და მნიშვნელოვანი თარიღები - „მოულოდნელი ფინანსური გადაწყვეტილებები, ახალი ამბები ტექნოლოგიებში, ციფრულ ვალუტაში“

„სიკეთით გადამეხადოს ძვირფასო საქართველო, თქვენი დამსახურებაა, თქვენი თანადგომის“ - გიორგი კალანდაძე ღირსების ორდენით დაჯილდოვდა

🎥 „ურთიერთობა ეფუძნება ტრადიციებს, ეროვნულ ფესვებს“ - მარტის სასიყვარულო ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან