26 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით - ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა, მათ შორის არის გიორგი კალანდიაც.
ისტორიკოსმა და ხელოვნების სასახლის გენერალურმა დირექტორმა სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიღებული ჯილდოსთვის მადლობა გადაუხადა:
„მეორე დღეა განუსაზღვრელ სიყვარულს ვიღებ! სიკეთით გადამეხადოს ძვირფასო საქართველო, ყველაზე კეთილშობილო და ნიჭიერო ხალხო!
მადლობა ამ დამოკიდებულებისათვის, მადლობა ამ სიყვარულისათვის, ეს ჯილდო უპირველეს ყოვლისა თქვენი დამსახურებაა, თქვენი თანადგომისა და დამოკიდებულების შედეგია!
ერთდროულად ყველა მადლობას ვერ ვუპასუხე, თუმცა ყველას გავცემ მადლიერებით პასუხს“, - წერს გიორგი კალანდია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მრავალჯერ ნასამართლევი შვილის გასროლილი ტყვიით დედა დაიჭრა - შემთხვევა თბილისში