ცნობილი პლასტიკური ქირურგის და პროფესორის - ციცინო შურღაიას „ზმნისთვის“ მიცემულ ინტერვიუს დიდი რეზონანსი მოჰყვა, იგი ჰყვება თუ რა მოხდა მასა და ია ფარულავას შორის, რომლებიც წლებია მეგობრობდნენ.
შურღაია ინტერვიუში საუბრობს, რომ ია ფარულავა ყველას ატყუებს და მათ შორის მოატყუა თავისი ყოფილი ქმარი ტარიელ სუარიც, რომელსაც როგორც თავად შურღაია ამბობს, ია ფარულავამ ბინა გააყიდინა და ახლა იმ ბინაში ცხოვრობს ტარიელი, რომელიც იამ ციცინოსგან შეიძინა.
გიტარისტი ტარიელ სუარი ამ სკანდალს სოციალურ ქსელში ეხმაურება და სტატუსს აქვეყნებს:
„რა გამაყიდინა ან რაის ქუჩაში დამტოვა, ბინების მეტი რა მაქვს ხალხო? გამაგიჟებს ეს ხალხი... პირიქით, ერთი ნაგავი სარდაფი გავყიდე და მოვიშორე იმისათვის, რომ სასტუმროს წილი შემეძინა, სხვათა შორის წარმოუდგენლად იაფად. როგორ შეიძლება ამდენი ტყუილი და ცილისწამება? სირცხვილია !!!!“, - წერს ტარიელ სუარი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„4 გემრიელი, მაგრამ სასიკვდილო საკვების კომბინაცია“ - არუნ ხათრის რჩევები!