Digest Logo

„თუ ადამიანი თვითონ არ მიხვდა - რამდენიც გინდა ელაპარაკე...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

1756817919
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

ქადაგებების ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე, მისი ქადაგებიდან მორიგი ამონარიდი გავრცელდა:

„თუ გვინდა ეს სიტყვები ზოგად ნათქვამად მივიღოთ,
თუ გვინდა დავივიწყოთ,
და თუ გინდათ, რომ გახვალთ, იფიქრეთ ამაზე:
სახელდებით არავის ხელს არ დავადებთ,
თუმცა შეიძლება კონკრეტულად ვთქვათ შეხედულება,
ხედვა,
რომ აი, ამ მომენტში, აი, ამ წამს,
ამ გამოხედვაში, თვალების ამ მოძრაობაში,
ამ სიარულის მანერაში,
აი, ამ მოქმედებაში,
აი, ამ გულმავიწყობაში,
აი, ამ მიზანსწრაფულობაში, ნებელობის აი ამგვარ გამოვლინებაში,
ამგვარ უკან დახევაში,
ამგვარ წინ გადადგმულ ნაბიჯში,
ამგვარ სიმდაბლის გამოვლინებაში,
ამგვარ სიკეთის გამოვლინებაში,
ამგვარ ქველმოქმედების გამოვლინებაში,
და აქ, ყველგან, შენი მზაკვარი სიამაყეა.
შემიძლია კონკრეტულადაც მივანიშნოთ ამაზე ზოგიერთს, გვიცდია ამის გაკეთება - მაგრამ ნულოვანი შედეგი აქვს,
თუ ადამიანი თვითონ არ მიხვდა - რამდენიც გინდა ელაპარაკე...
აი, ტაძარში ვდგავარ, ვწირე, ვეზიარე, გამოვედი,
შეიძლება მე ვცდებოდე, მაგრამ გულწრფელად ვამბობ,
საკუთარი თავი არ მომბეზრებია,
და ღვთის შიში მეც მაქვს, ცოტათი
აი, ასე ვხედავ,
გინდ მიიღეთ, გინდ ნუ მიიღებთ;
მაგრამ ერთს კი ვიტყვი:
სულ რომ არ მეხებოდეს მე ეს სიტყვები, ჩემთვის უაღრესად სასარგებლო იქნება,
რომ საკუთარი თავის რევიზიას უფრო მეტად მივხედო,
უფრო მეტად ჩავუღრმავდე საკუთარ თავს,
უფრო მეტად შევისწავლო საკუთარი თავი,
უფრო მეტად ვიყო ფხიზლად,
უფრო მეტად ვიყო მღვიძარედ“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ზღაპრული წყვილის, ზღაპრული მოგზაურობა“ - ილია სულამანიძის მოგზაურობა რჩეულთან ერთად სანტორინიზე გრძელდება

🎥 „5 დღე, 5 განწყობა, 5 ტუჩსაცხი“ - ანუკი არეშიძის მოდური ლუქები

⭕„მიყვარს ჩვენი ზაფხული, სიცილით, მზით და ზღვით სავსე“- თაკო ჩხეიძის, თიკა ფაცაციას და ლიკა კვარაცხელიას კადრები