ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„თუ ჩემი დამოკიდებულება უფლისადმი არის, რომ მე მჭირდება ის, რომ რაღაცები მომიგვაროს,
უფალი მეუბნება – ეს არის წარმართობა.
და ეს რომ ასეა,
რომ მე მხოლოდ ამქვეყნიური საკითხები მადარდებს,
და რომ ქრისტე მჭირდება ამქვეყნიური პრობლემები მოსაგვარებლად,
ჩანს ჩემს შიშში, ნერვიულობაში – „ვაი, ხვალ რა იქნება".
ყველას გვაქვს ეს ხვალინდელი დღის შიში,
და ამისგან სანამ არ განვთავისუფლდებით, ჩვენ დაწმენდილი, ნამდვილი ქრისტიანები, ჯერ არ ვართ.
იმიტომ, რომ მე არ ვიცი, რომის ცოცხალია,
მე მას არ ვენდობი,
და მე არ მაქვს გამოცდილება მისი ჩემდამი ზრუნვისა,
ვერ ვხვდები როგორ ზრუნავს ჩემზე,
სულიერი თვალი დახურული მაქვს,
ვერ განვიცდი,
ვერ ვხედავ,
მე მასთან პიროვნული კომუნიკაცია არ მაქვს...
და ნახეთ რა საოცრებაა – ერთის მხრივ წარმართობაა, როცა ნერვიულობ და უფალი გეუბნება: „განა არ მოგცემ? მაგრამ ჯერ, შენ სასუფეველი ეძებე“,
და სასუფეველი თავად ქრისტეა,
სიმართლე თავად ქრისტეა,
„...და ესე ყოველი შეგეძინება..."
ანუ – მან იცის, რა გჭირდება
გაიგე, ადამიანო,
მან იცის, რა გინდა...
და როდემდე შეიძლება ჩვენ ასე დაუღვინებლად ვცხოვრობდეთ ქრისტიანულად?!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესეთ:
⭕როგორ მოვიგოთ კუროს გული? - გაითვალისწინეთ ეს მთავარი რჩევები
⭕ინტუიცია თუ შიში: როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან? - ფსიქოლოგის განმარტება
⭕„ბუნებრივი სილამაზე...“ - ნახეთ, გიორგი მამარდაშვილის ცოლის ახალი ფოტოები