რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოსთან, მოქალაქეებმა ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ აქცია გამართეს, სადაც სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა.
მოქალაქეებმა რკინის ბარიკადების ჩამოშლა სცადეს, რომელიც სპეციალური დანიშნულების რაზმს ჰქონდა აღმართული.
ამასთან, სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენა წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი.
საკონცერტო დარბაზი „მონოჰოლი“ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ გმობს და სრულად ემიჯნება ე.წ „რუსული კანონის“ მიღებას.
ასევე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მიმდინარე პერიოდში დაგეგმილი ღონისძიებები, სამწუხაროდ, ვერ გაუქმდება.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵რა უნდა გავაკეთოთ ცრემლსადენი გაზით მოწამვლის დროს - ზურა სიხარულიძის რჩევები
🔵„მახსენებენ, რომ დეპრესია მქონდა და სუიციდი ვცადე... ეს როგორ უნდა იკადრო?“ - გიორგი კეკელიძე
🔵„საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი ევროპისკენ სწრაფვაა!“ - ზაზა ფაჩულია