„ის რაც არ გეკუთვნის და დაუმსახურებლად მოიპოვებ, აუცილებლად წაგერთმევა“.
როცა შენ დაიჯერებ, რომ ყველაფერი კარგადაა, როცა ფიქრობ, რომ ხელშეუხებელი ხარ, როცა გგონია, შენს სიტყვას ფასი აქვს და ავტორიტეტით სარგებლობ, მაშინ ჩასაფრებული და შენს დასაღუპავად მომზადებული, მოზეიმე ამპარტავნება, თავისი ძლიერი და მზაკვარი ფრთებით ძირს დაგანარცხებს და ხილულად დაგანახვებს, რომ ყველაფერი გამოგონილი გქონდა.
იყავი ფრთხილი და წინდახედული, გაიაზრე რა ხდება ირგვლივ, ნუ იქნები თამამი „გაზომე ასჯერ და გაჭერი ერთხელ”.
ნუ იქნები საკუთარი თავით აღტაცებული, ნუ დააძალებ ადამიანებს შენით აღფრთოვანებას. ძალაუფლება დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს.
თუ ძირი კეთილი არ გაქვს, ბოროტება გვირგვინს დაგადგამს და დაგწვავს.
როცა ირგვლივ ბოროტებას ხედავ, გაიაზრე, დაგმე, შეგეშინდეს, მაგალითი იყოს შენთვის, თუ როგორ არ უნდა მოექცე სხვას.
გაექეცი აგრესიას, თორემ შენც ბოროტების და აგრესიის მსხვერპლი გახდები.
ადამიანმა, რომელმაც თოფი გამოიგონა, წლების შემდეგ თავისივე თოფით მოკლეს.
ნუ იფიქრებ მხოლოდ საკუთარ თავზე, იფიქრე სხვებზეც.
თუ შენი პრინციპულობა სიხარულს და სიკეთეს არ მოუტანს ადამიანებს, მაშინ აუცილებლად მარტო დარჩები.
ავი ფიქრები ისე ჭამენ ადამიანის სულს, როგორც სვავები ლეშს.
დაჯერდი იმას რაც გაქვს, თუ არ დაჯერდები და მეტი გინდა, მაშინ მეტი იშრომე.
თუ სხვის ხარჯზე, დაუმსახურებლად, არ გეკუთვნის და ისე მოიპოვებ, აუცილებლად წაგერთმევა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 გია ჯაჯანიძის მიერ შესრულებული „დაუკარით“ და აცეკვებული ტელეწამყვანები
⭕„ლანძღვაც და ქებაც ზრდის პოპულარობას“ - რა მოსდის რეპუტაციას ამ დროს? ფსიქოთერაპევტის განმარტება