Digest Logo

„თუ ეს მოხდება, სიკვდილის არათუ შეგვეშინდება - იგი მოსაძიებელი გახდება“ - თეოდორე გიგნაძე

1771308661
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„ქრისტეს რომ შეხვდები, იმ შეხვედრით, რომელიც მთლიანად შენ არსებას დაატკბობს, გონებამიუწვდომლად გააბედნიერებს,

რა თქმა უნდა, მერე, პავლე მოციქულივით იტყვი:

„მირჩევნია გავიდე და ვიყო უფალთან“...

ეს მდგომარეობა მოვა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არავინ გვეკითხება, იმ დროს გაგვიყვანს უფალი, როცა გაგვიყვანს...

პავლე მოციქული იქვე ამბობს:

„კი, მე მინდა, მაგრამ უფალი მტოვებს, იმიტომ, რომ აქ საჭირო ვარ“.

ადამიანს აქ გარკვეული მისია აქვს, ეს ღვთის განგებულებაა — ღვთის განგებულებაში ჩვენ ვერ ჩავერევით,
მაგრამ ფაქტი ერთია — ჩვენ აქეთკენ უნდა მივისწრაფოდეთ, ეს უნდა გვინდოდეს, და თუ ეს მოხდება, დამერწმუნეთ, რომ სიკვდილის არათუ შეგვეშინდება — იგი მოსაძიებელი გახდება“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ნებისმიერი წამოწყება იძლევა წარმატების დიდ შანსებს“ - 17 თებერვლის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕ისტორიაში პირველად - ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ ზამთრის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით