Digest Logo

„თუ ხარ ქალი, რომელსაც გულწრფელად უყვარს, მაგრამ ადვილად ტკენენ, წაიკითხე ეს...“ - ფსიქოლოგის მიმართვა

1782456325
ნინი დგებუაძე

თუ ხარ ქალი, რომელსაც გულწრფელად უყვარს, მაგრამ ადვილად ტკენენ, წაიკითხე ეს:

შენში არის სინაზე, რომელსაც სამყარო ყოველთვის არ ეპყრობოდა კეთილად.

შენს სიკეთეს გულწრფელად გასცემ, მთელი ინტენსივობით ზრუნავ.

ადამიანების გვერდით ისე დგები, როგორც მათ მანამდე არასდროს გამოუცდიათ და სწორედ ამის გამო, ხშირად სხვებზე მეტად გრძნობ იმედგაცრუების სიმწარეს. არა იმიტომ, რომ სუსტი ხარ, არამედ იმიტომ, რომ შენი სიყვარულია ნამდვილი.

შენი განზრახვები სუფთაა. შენი გული ღიაა სამყაროში, სადაც ბევრი საკუთარ გულს საგულდაგულოდ კეტავს.
ადამიანები შენს სირბილეს გულუბრყვილობაში გითვლიან. შენს ერთგულებას თავისთავად დამსახურებულ რამედ იღებენ. ჰგონიათ, რომ ყოველთვის აპატიებ, ყოველთვის დარჩები, ყოველთვის კიდევ ერთხელ ცდი და მაშინაც კი როცა იცი, რომ უნდა წახვიდე, კიდევ ცოტა ხანს აყოვნებ იმ იმედით, რომ ადამიანი, რომელიც აირჩიე, ბოლოს და ბოლოს შენც იმავე სიღრმით აგირჩევს.

მტკივნეულია ასე ძლიერ ზრუნვა. მტკივნეულია, როცა გსურს დაგაფასონ, მაგრამ საბოლოოდ თავს უგულებელყოფილად გრძნობ, მაგრამ ყურადღებით მოისმინე: ღრმად სიყვარულში ცუდი არაფერია.

ცუდი არაფერია იმაში, რომ ყველაფერს ინტენსიურად განიცდი. შენი გული ძლიერია, რადგან მან არ იცის,
როგორ უყვარდეს ცალმხრივად. შენ იმსახურებ ისეთ ადამიანს, რომელიც ამას ძვირფას საჩუქრად დაინახავს და არა შესაძლებლობად (სარგებლის მისაღებად).

ვინმეს, ვინც დაიცავს შენს გულს და არ გატკენს. ვინმეს, ვინც უპასუხებს შენს მცდელობას, შენს ენერგიას და შენს განზრახვებს.

საკუთარ თავთან ნაზი იყავი. ნუ გააქვავებ გულს გადასარჩენად. უბრალოდ ისწავლე, რომ ის მათ გაუზიარო, ვინც იცის, როგორ გაუფრთხილდეს. შენი სიყვარული იშვიათობაა. შენი მგრძნობელობა წმინდაა და ერთ დღესაც, ვინმე მოგექცევა ისე, როგორც იმ საჩუქარს, რომელიც, შენ სინამდვილეში ხარ.
 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ჩემი soul mate-ის დაბადების დღეა...“ - დათო ხუჯაძე 51 წლის გახდა

რატომ არ სჯერათ ფსიქოლოგიის შესაძლებლობების? როგორ დავიჯეროთ ის, რაც „არ ჩანს“? - მარიამ მგალობლიშვილი

რის დანახვას გვთხოვს მარწყვისფერი მიკრომთვარე, რომელიც 29 ივნისს გველოდება - ქეთევან ჯანდიერის ასტროპროგნოზი