ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ერთხელ პატრიარქმა მითხრა საუბრისას – „მართალი არ მრისხანებს“.
აი, როცა თქვენ ბრაზობთ,
იმიტომ, რომ მართალი ხართ და თქვენი მეგობარი მტყუანია,
როცა თქვენ ბრაზობთ, იცოდეთ, თქვენი სიმართლე გაქრა.
თუ მართალი ხარ, რატომ მრისხანებ?!
და თუ მრისხანებ – ე.ი სიმართლე ანულირებულია,
გამქრალია,
აღარ არსებობს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესეთ:
⭕ადიქციის ჩრდილში: ვინ არიან თანადამოკიდებულები? - ფსიქოლოგის განმარტება