Digest Logo

„თუ მოვითხოვთ საემიგრაციო კანონის გამკაცრებას, ეს განპირობებული იქნება შიშით და არა სიძულვილით“ - დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძე

1646641771
კოსტანტინე პაიჭაძე

„უცხო სიტყვათა განმარტებით ლექსიკონში სიტყვა ფობია განმარტებულია, როგორც შიში. შიში და არა სიძულვილი“, - ასე პასუხობს ამერიკაში, ალასკას შტატში მოღვაწე დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძე იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიღების მოწინააღმდეგეებს რუსოფობებს უწოდებენ. დეკანოზი ამბობს, რომ საემიგრაციო კანონის გამკაცრების მოთხოვნა ამ ვითარებაში არა სიძულვილით, არამედ შიშით იქნება განპირობებული.

„უცხო სიტყვათა განმარტებით ლექსიკონში სიტყვა ფობია განმარტებულია, როგორც შიში. შიში და არა სიძულვილი. ამიტომ სადღეისოდ თუ კი მოვითხოვთ საემიგრაციო კანონის გამკაცრებას, ეს განპირობებული იქნება შიშით პირველ რიგში და არა სიძულვილით. ასე მასიური, უკონტროლო შემოდინება რუსეთის მოქალაქეების არ მგონია ხვალ და ზეგ არ აისახოს ყოველდღიურ ყოფაზე.

ქვეყანა, რომელსაც დაუსაქმებელი ჰყავს საკუთარი მოსახლეობა, ქვეყანა სადაც სიღარიბის ზღვარს მიღმაა მოსახლეობის საკმაოდ მოზრდილი ნაწილი, ქვეყანა რომელიც არის მუდმივად საომარი საფრთხის ქვეშ და განადგურებულია ეკონომიკა, რა უნდა უყოს შემოსულ ხალხს თუ ასე გაგრძელდა მათი შემოდინება?

დარწმუნებული ვარ, ვინც საზღვარს გადმოლახავს უკანონოდ ხმას ვერ გასცემს ვერავინ, სიფრთხილეა საჭირო. რაც პლეხანოვზე ხდება ის მთელ საქართველოში არ მივიღოთ. არ მჯერა დაშტამპული ტექსტების ყველა ერთნაირად რომ ლაპარაკობს, და არც იმ ტყვედ ჩავარდნილი ჯარისკაცების, მორდუხაის არ იყოს ერთი კაცის მოგონილია ეგ ყველაფერი ისე ჰგავს ერთმანეთს.

p.s. ისე საკვირველია ამხელა რუსეთს საქართველოს გარდა გასაქცევი რომ არ აქვს არსად“, - წერს დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„კვლევა და ექიმებში სიარული მარტივი არ არის, მათ შორის არც ფინანსურად, მაგრამ...“ - თამარ მაყაშვილი ფსიქოლოგიურ პრობლემებს ებრძვის

„ტაქსისტი ეკითხება რუსულად, ძალიან ზრდილობიანად, უკაცრავად, რუსები ხართო?“ - ნახეთ, რა მოხდა თბილისში

 VIDEO: რა უნდა იცოდეთ იოდზე და როგორ დაიცვათ თავი რადიაციისგან - გიორგი ღოღობერიძის რჩევები