ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„იმიტომ არ შეუძლია ადამიანს ლოცვა როცა მრისხანებს, რომ თუ ქრისტიანები ვართ — ჩვენ არა გვაქვს უფლება ცუდად ვიმეტყველოთ,
მრისხანებით,
ბილწსიტყვაობით,
წყევლით...
ამის უფლება ჩვენ არა გვაქვს.
ცუდადმეტყველს უწმინდური გული აქვს და ადამიანს ხედავს დეფორმირებულად,
ხედავს არა ქრისტეს თვალებით — არამედ საკუთარი სიმართლით“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისში ლიფტის შახტში ხანძარი იყო