Digest Logo

„თუ რამე მომივიდა, იცოდეთ, ყველანი ძალიან მიყვარდით...“ - რა შეემთხვა ნატა გულიაშვილს

1774882117
ნატა გულიაშვილი

ტელეწამყვანი ნატა გულიაშვილი სოციალურ ქსელში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სტატუსს აქვეყნებს და  წერს, რომ თავს ცუდად გრძნობს და საუბარიც კი უჭირს.

„ჩემო ტკბილო მეგობრებო, საშინელ დღეში ვარ, ისე ცუდად ვარ, რომ ნერწყვსაც კი ვერ ვყლაპავ და ვერ ვლაპარაკობ... 

ასე ცუდად, არასდროს არ ვყოფილვარ... 

იმედი მაქვს, მალე გამოვკეთდები... 

თავს გაუფრთხილდით... 

თუ რამე მომივიდა, იცოდეთ, რომ ყველანი ძალიან მიყვარდით...“,- წერს ტელეწამყვანი.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, თებერვლიდან საქართველოში ყველაზე ხშირად ცირკულირებს ვირუსი, რასაც ბრონქების ანთების გამოწვევა შეუძლია.

ჩხაიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ ვირუსს ახასიათებს ხშირი ხველა, გახშირებული და გაძნელებული სუნთქვა. 

„ეს არის ვირუსი, რომელმაც ჩაანაცვლა გრიპი. თებერვლის მეორე ნახევრიდან, განსაკუთრებით ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება რესპირაციულ-სინციტიური ვირუსით გამოწვეული.

ეს არის ვირუსი, რომელიც ძირითადად 2 წლამდე ბავშვებისთვის არის უფრო მეტად საყურადღებო, ვინაიდან მას შეუძლია გამოიწვიოს წვრილი ბრონქების და ბრონქიოლების ანთება.

ამ დაავადებას ბრონქიოლიტი ჰქვია და მისთვის დამახასიათებელია სუნთქვის მკვეთრი გახშირება, ხმაურიანი, გახშირებული სუნთქვა. პაციენტების ნაწილი საჭიროებს ჟანგბადის დამატებით მიწოდებას, ინტრავენურ გადასხმას და სითხის შევსებას. ამიტომ, პაციენტების მცირე ნაწილს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.