Digest Logo

„თუ როგორ საუბრობს ადამიანი სხვებზე, არის მისი შინაგანი სამყაროს, თვითშეფასებისა და ემოციური ინტელექტის პირდაპირი ანარეკლი“ - ფსიქოლოგი

1776616335
რჩევები რჩევები

ფსიქოლოგიაში არსებობს მოსაზრება, რომ ის, თუ როგორ საუბრობს ადამიანი სხვებზე (განსაკუთრებით პარტნიორზე), არის მისი შინაგანი სამყაროს, თვითშეფასებისა და ემოციური ინტელექტის პირდაპირი ანარეკლი.
ურთიერთობის დასაწყისშივე კაცის საუბრის მანერა ქალზე (იქნება ეს თქვენზე, ყოფილ პარტნიორზე თუ საერთოდ ქალებზე) არის „წითელი დროშების“ ან პირიქით, „მწვანე შუქის“ საუკეთესო ინდიკატორი.

ყოფილი პარტნიორი ის პრიზმაა, რომელშიც ადრე თუ გვიან თქვენც აირეკლებით. „ის გიჟი იყო“: თუ კაცი ყველა ყოფილს „გიჟად“, „პათოლოგ ეჭვიანად“ ან „მოღალატედ“ ნათლავს, ეს ნიშნავს, რომ მას პასუხისმგებლობის აღების უნარი არ აქვს.

ის საკუთარ თავს ყოველთვის მსხვერპლად წარმოაჩენს. სავარაუდოდ, თქვენც იგივე ბედი გელით, როგორც კი პირველი კონფლიქტი მოგივათ.

თუ ის ამბობს: „ჩვენ სხვადასხვა ღირებულებები გვქონდა, მაგრამ ის კარგი ადამიანია“, ეს მიუთითებს ემოციურ სიმწიფეზე. მან შეძლო გაკვეთილის სწავლა და არ არის დესტრუქციული შინაგანი ბრაზის მატატრბელი.
საუბრის სტილი იდეალიზაციიდან დამცირებამდე ხშირად ძალიან მოკლე გზას გადის.

„შენ ქალი კი არა, ანგელოზი ხარ, სხვებს საერთოდ არ გევხარ“. ეს ხშირად ნარცისული პერვერსიის ნიშანია. ის თქვენ კი არ გხედავთ, არამედ საკუთარ ფანტაზიას. როგორც კი ჩვეულებრივ ადამიანურ სისუსტეს გამოავლენთ, ის იმედგაცრუებული დარჩება და შესაძლოა აგრესიაზე გადავიდეს.

ჯანსაღია თუ ის აღნიშნავს თქვენს კონკრეტულ თვისებებს: „მომწონს, როგორ უდგები საქმეს“, „მიყვარს შენი იუმორი“. აქ აქცენტი თქვენს პიროვნებაზეა და არა მითურ ხატზე.

დააკვირდით, საუბრობს ის თქვენზე, როგორც პარტნიორზე, თუ როგორც მის „საკუთრებაზე“.

„ჩემი გოგოა და რასაც ვეტყვი, იმას იზამს“ (თუნდაც ხუმრობით). ეს მიუთითებს კონტროლის სურვილზე.
თუ ის ქალს მხოლოდ ვიზუალით აფასებს („მთავარია კარგად გამოიყურებოდეს“), ეს ნიშნავს, რომ მას აკლია სიღრმე და ქალს აღიქვამს აქსესუარად საკუთარი სტატუსისთვის.

მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ იუმორი ხშირად აგრესიის შენიღბული ფორმაა.
თუ ის სხვების თანდასწრებით „ხუმრობით“ გამცირებთ (მაგ: „ჩემს ცოლს ლოგიკასთან უჭირს, ხომ იცით“), ეს არის ფარული ძალადობა. ასეთი კაცი ცდილობს თქვენი თვითშეფასების ხარჯზე თვითონ ამაღლდეს.

ჯანსაღი კაცი საკუთარ თავზე უფრო მეტს ხუმრობს, ვიდრე თქვენზე.

მოუსმინეთ, რას ამბობს ის ზოგადად ქალებზე (დედაზე, კოლეგებზე, უცნობებზე).

„ქალის ადგილი სამზარეულოშია“, „ქალებს მხოლოდ ფული აინტერესებთ“. ეს სტერეოტიპები ადრე თუ გვიან თქვენს ურთიერთობაშიც იჩენს თავს.

როცა კაცი საუბრობს, ნუ უსმენთ მხოლოდ შინაარსს, დააკვირდით ემოციას:

1. არის თუ არა მის საუბარში თანაგრძნობა?

2. აღიარებს თუ არა ქალს, როგორც ინტელექტუალურ თანასწორს?

3. შეუძლია თუ არა აღიაროს ქალის დამსახურება თავის ცხოვრებაში?

4. ხაზს უსვამს თუ არა მის შეცდომებს და აღიარებს თუ არა საკუთარ წვლილს ამ ქალის “გაპათოლოგებაში”
კაცი, რომელიც პატივისცემით საუბრობს ქალზე მაშინაც კი, როცა მასზე გაბრაზებულია, არის ადამიანი, რომელთანაც უსაფრთხო და სტაბილური ურთიერთობის აგება შესაძლებელია.
მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ „ყველა ყოფილი გიჟი იყო“ და „ერთი კონკრეტული ურთიერთობა იყო ტოქსიკური“ ორი სხვადასხვა სამყაროა.

მართლაც არსებობენ ადამიანები (სქესის მიუხედავად), რომლებსაც აქვთ პიროვნული აშლილობები, არიან მანიპულატორები ან ავლენენ არაადეკვატურ ქცევას. თუ კაცი ჰყვება კონკრეტულ შემთხვევაზე, სადაც ის მართლა ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იყო, ეს მისი მხრიდან გულწრფელობაა და არა აუცილებლად „წითელი დროშა“.
ჯანსაღი კაცი: ჰყვება ფაქტებს. „რთული პერიოდი მქონდა, რადგან ის ადამიანი ძალიან არასტაბილურად იქცეოდა, რაც ჩემზე ცუდად აისახებოდა“. აქ ჩანს გაცნობიერება.

როცა კაცი მხოლოდ ლანძღვის რეჟიმშია. ის არ საუბრობს თავის წილ პასუხისმგებლობაზე ან იმაზე, თუ რა ისწავლა ამით. ის უბრალოდ ავრცელებს ნეგატივს, რათა თქვენს თვალში სუფთა და იდეალური გამოჩნდეს.
ლანძღვა მაშინ არის საშიში როდესაც საუბრის ინიციატორი ის თავად არის მუდმივად და თუ ის იყენებს არა კონკრეტულ ტერმინებს, არამედ ქუჩურ, შეურაცხმყოფელ სიტყვებს. ეს უკვე მის კულტურაზე და შინაგან აგრესიაზე მეტყველებს.

უნდა იცოდეთ, რომ თუ კაცი დროის 80% ყოფილი ქალის ლანძღვას ეთმობა. ეს ნიშნავს, რომ ის ჯერ კიდევ იმ ურთიერთობაშია (ემოციურად ჩარჩენილია) და თქვენ უბრალოდ „ფსიქოლოგის“ ან „სათადარიგო აეროდრომის“ როლში ხართ.

ასე, რომ კარგად დააკვირდით რამდენად და როგორ ლანძღავენ ქალს. შეიძლება ყველაფერი უბრალოდ ამ ადამიანის პროექციაა და მხოლოდ ასე იშუშებს “დანაკარგით გამოწვეულ ტკივილს.

ქვეცნობიერი სამაგიეროს გადახდას აიძულებს “ენით” რადგან მას არ ეყო ძალისხმევა საკუთარი დანაშაული ან როლი ეღიარებინა.

ნუ გაგიხარდებათ დროზე ადრე თუ წარსულიდან ქალი ეზიზღება ან “მონსტრად” გაგაცნოთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

„მამაოს ბინაში ჩამიჩუმი არ ისმის, არ გადაადგილდება და არც ხმას იღებს“ - რა წერდა მრევლი ბერი ნიკოლოზის გარდაცვალებამდე

„გილოცავ აპუ ბაბუ“ - ანრი ჯოხაძის დის შვილიშვილი 1 წლის გახდა

„არქივიდან...“ - ელენე ეპიტაშვილი გიორგი მამარდაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს