მსახიობი, ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, როგორც მსახიობი აღნიშნავს, თუ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავა, ის საზოგადოებრივ ტრანსპორტში საქართველოს ჰიმნს იმღერებს.
„საქართველოს ნაკრებს აქვს შანსი, რომ გავიდეს ევროპის ჩემპიონატზე, ჰო და ვიღებ „ჩელენჯში” მონაწილეობას. თუ საქართველოს ნაკრები გაიმარჯვებს და დარწმუნებული ვარ ასეც მოხდება, მე ვიმღერებ ჩვენს ჰიმნს საზოგადოებრივ ტრანსპორტში”, – ამბობს რუსკა მაყაშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ნახევარფინალური ეტაპის მატჩს 21 მარტს თბილისში, ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამართავს.
@rusana18 ♬ original sound - Ruska makashvili
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: