
ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი, რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებსაც.
ამჯერად ასტროლოგი, თვის ბოლომდე ცის კაბადონზე მიმდინარე პლანეტარული ცვლილებების ასტროპროგნოზს გვიზიარებს და 25 ივნისის ახალმთვარეობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან დეტალებზე წერს:
„25 ივნისის ახალმთვარეობა და ფსიქოემოციური განწმენდა:
დღევანდელი ახალმთვარეობა თბილისის დროით, 14:32 საათზე დადგება.
ამ დროს მზეც და მთვარეც კირჩხიბის ზოდიაქოში იქნება და ბუნებრივია, შემდგომი ერთთვიანი პერიოდი სწორედ კირჩხიბის ნიშნის ტენდენციებს გააძლიერებს.
კირჩხიბი - მთვარის სამყოფელია, რომელიც ასტროლოგიაში ემოციას, ქვეცნობიერს (უფრო სწორად პირად არაცნობიერს) მართავს. ეს კავშირშია წარმოშობასთან, გენეტიკასთან და ოჯახთან. აქედან გამომდინარე, ეს დღე (საერთოდ, უახლოესი ერთთვიანი პერიოდი) სწორედ წარმოშობასთან დაკავშირებულ თემებს წამოსწევს წინ. ეს იქნება ოჯახის წევრებთან ურთიერთობების „გადამუშავება“ და ამ ყველაფრის ფსიქოემოციური ანალიზი.
კირჩხიბი - წარსულის ნიშანია, ამიტომ მოსალოდნელია ამ პერიოდში „ამოტივტივდეს“ წარსული ან განახლდეს გარკვეული ტკივილები და ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ადამიანი მოულოდნელად შეეჯახება საკუთარი ტკივილის მიზეზის რაიმე სიმბოლურ გამოვლენას (რომელსაც ფსიქოლოგიაში „ღუზა“ ეწოდება). ამ დროს საჭიროა წარსულის ანალიზი და ამ ტკივილების მიზეზების აღმოფხვრა, რომელიც სწორედ გააზრება - გაცნობიერებით უნდა მოხდეს.
ეს დღე ძალიან კარგია როგორც ფსიქოლოგიური, ისე ენერგეტიკული თუ ფიზიკური განწმენდისთვის:
* ოჯახის წევრებთან შერიგებისთვის, მათთან ბოდიშის მოხდისთვის, პატიებისთვის თხოვნისთვის ან მიტევებისთვის (თუნდაც ეს მხოლოდ თვითონ ადამიანში მოხდეს, ასე ვთქვათ, შინაგანად);
* ეს ეხება ასევე წინაპრებთან „შერიგებას“ ან მათთვის მადლობის „გადახდას“ და მადლიერების „გამოხატვას“;
* ძალიან კარგი დღეა ვიზუალიზაციისთვის და საკუთარ მიზნებთან ემოციური კავშირის დამყარებისთვის;
* წყლის პროცედურებისთვის (შხაპი, აუზი), თუნდაც მარილიანი აბაზანის მიღებისთვის;
* სახლის ენერგეტიკული გაწმენდისთვის. ამისთვის გამოიყენეთ ნატურალური საკმევლის ან თუნდაც სურნელოვანი ჩხირების კვამლი (ამ დროს ძალიან კარგია როზმარინი). იარეთ თქვენს ოთახებში და წარმოთქვის დადებითი ფრაზები, ის ლოცვა, რომელიც თქვენი გულიდან ამოვა. ამ დროს წარმოიდგინეთ როგორ იწმინდება თქვენი საცხოვრებელი სივრცე ნეგატიური ენერგიისგან;
* შეამცირეთ „მძიმე“ საკვები (ხორცი, თევზი), ასევე შაქარი. ძალიან კარგია წვნიანების და ბოსტნეულის კერძების მიღება“, - წერს რამაზ გიგაური.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რა გავლენას ახდენს სტრესი კანზე? - ზაზა თელიას განმარტება
⭕„საბა ერთი თვის“ - მარიამ ელიაშვილი ვაჟთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს