
შორენა ბეგაშვილის და, ლელა ბეგაშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც 60-70-იან წლებში დაბადებულთა ბავშვობას იხსენებს.
მისი თქმით, სწორედ ამ თაობიდან გამოვიდა ადამიანები, რომლებიც გამბედავები იყვნენ, პრობლემების გადაჭრას ახერხებდნენ და ბევრ ისეთ რამეს ქმნიდნენ, რაც მანამდე არ არსებობდა.
„თუ თქვენ 60-70-იანების თაობა ხართ, ესე იგი:
✅ თქვენ მანქანით მგზავრობდით ღვედისა და უსაფრთხოების ბალიშების გარეშე,
✅ წყალს სვამდით ქუჩის პატარა შადრევნებიდან და არა პლასტმასის ბოთლებიდან,
✅ ბინის გასაღებს კარის წინ დაფენილი ფეხსაწმენდის ქვეშ ინახავდით,
✅ დილიდან გადიოდით ეზოში სათამაშოდ და არავინ იცოდა, სად იყავით, თუმცა მოსაღამოვდებოდა თუ არა, სახლში უვნებლად ბრუნდებოდით,
✅ ზოგჯერ - შესაძლოა, ჩხუბში ხელ-ფეხგადატყავებულიც, თუმცა არავის მოუვიდოდა აზრად, რომ ამის გამო პოლიციაში ეჩივლა.
✅ თქვენ ჭამდით ნაყინს, სვამდით ლიმონათს, თუმცა არ სუქდებოდით, რადგან მთელი დღეები ეზოში დაქროდით და თამაშობდით.
✅ თქვენ არ გქონდათ კომპიუტერები და ტელევიზორები 165 არხით, თუმცა გყავდათ მეგობრები, რომლებთან ერთადაც იგონებდით ათასგვარ თამაშს, ისხედით გვიანობამდე ეზოში და ლაპარაკობდით უამრავ საინტერესო თემაზე.
✅ და რაც არ უნდა გეცელქათ, იცოდით, რომ საკუთარ საქციელზე პასუხს თავად აგებდით - მაშინ ყველა მშობელი ხომ კანონის მხარეს იყო...
✅ სწორედ თქვენი თაობიდან გამოვიდა ბევრი ისეთი პიროვნება, ვისაც შეეძლო გარისკვა, პრობლემის გადაწყვეტა და ისეთი რამის შექმნა, რაც მანამდე არ არსებობდა...
თუ თქვენ 60-70-იანების თაობა ხართ, გილოცავთ - თქვენი ბავშვობა მანამდე დამთავრდა, სანამ თქვენ წაგართმევდნენ თავისუფლებას კომპიუტერებისა და მობილურების სანაცვლოდ...“,- წერს ლელა ბეგაშვილი.
საქართველოში ერთ-ერთი ულამაზესი ქალის, შორენა ბეგაშვილის და ლელა ბეგაშვილი, თავადაც ულამაზესია. რითაც კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ მათ განსაკუთრებული გენეტიკა აქვთ.