Digest Logo

🎥 თუ უყვარხარ შენს ფიქრებს სიტყვებს გარეშე უნდა ხვდებოდეს - მითია თუ რეალობა?

1775141161
ნინი ჭაჭია

ფსიქოლოგი ნინი ჭაჭია სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ურთიერთობებზე ყველაზე გავრცელებულ კითხვებს პასუხობს.

ნახე ვიდეო და გადაამოწმე შენი წარმოდგენები სიყვარულზე მართალია თუ უბრალოდ მითი? 👇

„სრული სისულელეა, შანსი არ არის, რა ვიცი თუ ნათელმხილველი გიყვარს მაშინ შეიძლება ჰქონდეს ამის მოთხოვნილება, მაგრამ ძირითადად ადამიანებს წინასწარმეტყველების უნარი არ აქვთ. 

მითია თუ რეალობა: ჰარმონია მოითხოვს ორივე მხრიდან ძალისხმევასა და ზრუნვას? 

რეალობაა, ურთიერთობა უკვე თავისთავად ორ ადამიანს გულისხმობს და თუ გვინდა კარგი ურთიერთობა, მაშინ ორივემ უნდა გაიღოს ურთიერთობისთვის. 

მითია თუ რეალობა: თუ ურთიერთობა ნამდვილია, პრობლემები სწრაფად ქრება. 

მითია, გააჩნია პრობლემას. ნამდვილ ურთიერთობაში შეიძლება პრობლემები იყოს გრძელვადიანი, მაგრამ ამაზე ორივე პარტნიორი ინტენსიურად მუშაობდეს“, - ამბობს ნინი ჭაჭია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

სელის თესლის 8 გასაოცარი თვისება ჯანმრთელობისთვის - სარეკომენდაციო ხასიათის რჩევები

🎥 „9-იდან 5-ს თუ მაინც აკმაყოფილებ, ნიშნავს, რომ ნარცისული პიროვნული აშლილობა გიახლოვდება“ - როგორ ამოვიცნოთ ნიღაბი, რომელსაც მანიპულატორი ატარებს

რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილი 43 წლის გახდებოდა