ნარცისული პიროვნების აშლილობა (NPD - Narcissistic Personality Disorder) არის ფსიქიკური მდგომარეობა, როდესაც ადამიანს აქვს მეტისმეტად გაბერილი თვითშეფასება, მუდმივი საჭიროება აღფრთოვანების მიღების და ემპათიის (სხვისი გრძნობების გაგების) ნაკლებობა.
როგორ ამოვიცნოთ ნიღაბი, რომელსაც მანიპულატორი ატარებს და რა აყალიბებს ნარცისულ აშლილობას ადამიანში? - აღნიშნულ საკითხებზე გადაცემაში „იმედის დღე“ ფსიქოთერაპევტმა ზაზა ქოიავამ ისაუბრა:
„ნარცისული პიროვნულ აშლილობას აქვს თავისი კრიტერიუმები, 10 კატეგორიაში არის 9 კრიტერიუმი და თუ აქედან 5-ს მაინც თუ აკმაყოფილებ ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ნარცისული პიროვნული აშლილობა გიახლოვდება როგორც მინიმუმ.
9 კრიტერიუმი:
- გრანდიოზული გადაჭარბებული მნიშვნელობა საკუთარ თავზე.
- ბევრი ფანტაზია საკუთარ თავზე, საკუთარ წარმატებაზე.
- რწმენა, რომ ხარ ყველასგან განსხვავებული, უნიკალური, განსაკუთრებული.
- საჭიროება გადაჭარბებული ყურადღების.
- ყველაფრის უფლება.
- პრობლემები ინტერპერსონალურ ურთიერთობებში.
- ემპათიის ნაკლებობა.
- ჰგონიათ, რომ მისი შურთ.
- ამპარტავნული ქცევა.
სხვა ტიპის, მაგალითად შფოთვითი აშლილობა, ყველა მათგანი გამოწვეულია იმით, რომ ეს არის ჩემი თავდაცვის მექანიზმი.
ნარცისული პიროვნული აშლილობაც არის თავდაცვის მექანიზმი, სადღაც, რაღაც ვერ მივიღე, კონკრეტული ტკივილიდან გამომდინარე“, - ამბობს ზაზა ქოიავა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილი 43 წლის გახდებოდა