20 წლიანი პაუზის შემდეგ მარიკა თხელიძე, ნინი ქარსელაძე და „ქუჩის ბიჭები“ კვლავ ერთად შეიკრიბნენ და მსმენელს ახალი სიმღერა მოუმზადეს.
მარიკა და ნინი სტუმრად გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ იმყოფებოდნენ, სადაც სიახლეებსა და მუსიკალურ კარიერაზე ისაუბრეს:
„ადრე, ძალიან აქტიურად ვიყავით შემოქმედებითად ჩართული მუსიკალურ სამზადისში. ვიღებდით ახალ ვიდეორგოლებს და ვწერდით ახალ სიმღერებს. მსმენელიც აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში და რა თქმა უნდა, სტიმულს ვიღებდით. რაც მთავარია, ჩვენ სიმღერებზე ძალიან კარგი მოგონებები აქვს ხალხს. ეს ჩვენთვის არის სიცოცხლის მამოძრავებელი ძალა. არ არსებობს, რომ სადმე წავიდეთ და დიდი სიყვარულით არ შეგხვდნენ“, - აღნიშნა მარიკა თხელიძემ.
ნინი ქარსელაძემაც მსმენელების უპირობო სიყვარულზე გაამახვილა ყურადღება:
„ჩვენი ბავშვობა, ალბათ განსაკუთრებულ იყო ჩვენთვისაც და მსმენელისთვისაც. „ოქროს წლები“ იყო, არ იყო შუქი, გაზი, თუმცა ყველა ერთად ვიკრიბებოდით ხოლმე კონცერტებზე, იქ იყო ძალიან დიდი სიყვარული. არ მავიწყდება ის ემოციები, რაც სპორტის სასახლეში ჩატარებული კონცერტით მივიღე. იმ პერიოდში, იმას ვერ ვგრძნობდით, რომ რაღაცით განსხვავებულები და პოპულარულები ვიყავით. ჩვეულებრივი მოცემულობა იყო ჩვენთვის. ალბათ, ჩვენი ოჯახები ასე გვზრდიდნენ.
ჩემი აზრით, ეს სიყვარული დღესაც გრძელდება, თუ არ ჩავთვლით იმ მცირე ჯგუფს, რომლებმაც თავიანთი თავი სოციალურ ქსელში გამოავლინა. პატარა ბავშვებმა, საიდან იციან ჩვენი სიმღერები ეს მიკვირს და მიხარია, ტურნე რომ გვქონდა საქართველოს მასშტაბით, მაშინ შევიგრძენი ეს“, - აღნიშნა ნინი ქარსელაძემ.
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „სქესი გავიგე იმდენად პატარა ვადაზე...“ - თემო საჯაია და მარიტა ჯანაშია მეორე შვილის მოლოდინში
⭕5 ნიშანი, რომელსაც დეკემბერში, ფინანსური ზრდის შანსი მიეცემა