Digest Logo

„თურმე, ზურა მახარაძემ ცოლს თათია გაბრიჭიძესთან უღალატა, მალე კი ცოლად მოიყვანს...“ - დათო აბზიანიძე

1671205718
ზურაბ მახარაძე

„ალტ–ინფოს” ყოფილი ლიდერი ზურაბ მახარაძე, რომელიც პარტიის თავმჯდომარეც იყო, ბოლო პერიოდია ეკრანზე აღარ ჩანს, თუმცა მის ირგვლივ სოციალურ ქსელში სკანდალური განცხადებები მაინც გაკეთდა. როგორც დათო აბზიანიძე წერს, ზურაბმა ცოლს თათია გაბრიჭიძესთან უღალატა და მალე ცოლადაც მოიყვანს.

„თურმე, ზურა მახარაძემ ცოლს თათია გაბრიჭიძესთან უღალატა. მალე კი ცოლად მოიყვანს“, - წერს დათო აბზიანიძე.

ერთ–ერთი ბოლოს ჩართვისას ზურაბ მახარაძემ განაცხადა, რომ გარკვეული პერიოდით თბილისს ტოვებდა. გარდა ამისა „ალტ-ინფოსთან“ პირად ურთიერთობებზეც ისაუბრა.

კარგი ხანია არ მქონია საუბრის საშუალება, ვეცდები მაქსიმალურად მოკლედ გასაგებად ავხსნა, რაზე მინდა საუბარი.

გარკვეული კითხვები დაგროვდა და თავიდან ბოლომდე ავხსნი, რას რატომ და რანაირად. ვინც ჩვენი გულშემატკივარია და ჩვენ საქმიანობას თვალყურს ადევნებს, ბოლო 1 წელია კი შეამჩნევდა, რომ ჩემ თავს მთლად კარგი ამბები არ ხდება, დავიწყე პარტიის ხელმძღვანელის თანამდებობიდან, მერე იქიდან წავედი, ლამის 2 თვე მონასტერში ვიყავი, ოჯახი დამენგრა, პარტიულ საქმიანობას ჩამოვცილდი და კითხვები არის…

ადამიანები იმდენად მიჩვეულნი არიან, რომ პოლიტიკურ სივრცეში ყველა ერთმანეთს ჭამს, გადაგდებებით არიან დაკავებულნი, რომ ეჭვები ჩნდება. გულშემატკივრებმა კი იციან რომ კარგი დამოკიდებულება გვაქვს და საძმაკაცო ვართ, გარედან მტრები ვინც არიან, ნაცები, ისინი მაგას ცდილობდნენ, რომ აეწიათ, მაგალითად მოიგონეს, რომ ფული ვერ გაიყვეს და ასე შემდეგ. გასაგებია, რომ ჩვენი მხარდამჭერები არ “ჭამენ” მაგას მაგრამ კითხვები არის. მე სად წავედი, ვინმემ გვერდზე ხომ არ გამწია, ან თუ ჩემით გავიწიე, რა დროს გვერდზე გაწევა იყო, როცა ასეთი კრიტიკული სიტუაციაა.

არის დრო, მხარდამჭერებს ავუხსნა რატომ ვარ გაწეული გვერდზე და დარწმუნებული ვარ, ხალხი გაიგებს. სიტუაცია სინამდვილეში არის ასეთი – კი იცით, რომ სხვა ქალის გამო ოჯახი დავანგრიე, ეგ თემა მოგიყევით ადრეც, ცალკე ძალიან მძიმე თემა იყო ჩემთვის. არის ეგეთი გარემოება, რომ სხვა კიდე, ქალთან ურთიერთობები რომ მქონდა, ვიღაცებს ხელში ჩაუვარდათ ჩემი გოგოსთან მიმოწერის კადრები, ინტიმური ურთიერთობა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იყო გარკვეული შანტაჟის თემები, გამოვაქვეყნებთ და ასე შემდეგ.

მე რომ რომელიმე ლიბერასტულ პარტიაში ვიყო, ქალთან ურთიერთობა რა, ბევრად უფრო უარესებიც გამოუქვეყნებიათ და ფეხზე ჰკიდიათ, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში, ანუ კონსერვატიული პარტიის შემთხვევაში, რომელიც პოზიციონირებს ეგრე, რომ ქრისტიანული მორალის დაცვაა ამოცანა საქართველოში, მანდ პარტიის ლიდერს ან პარტიის ერთ–ერთ სახეს რომ რაღაცა ეგეთები დაუდონ, გამოუქვეყნონ, ეგ თვითონ საქმეზე არის დიდი დარტყმა. ის რაც ვიღაცებისთვის არაფერი არ არის, ჩვენი ტიპის ძალისთვის სხვა რაღაცაა. პლუს მაგას არის ბანალური… ბანალურიც არაა, მნიშვნელოვანია სინამდვილეში. ის გოგო, ვისზეც კადრებია და მიმოწერა და ასე შემდეგ, (აქ ზურა მახარაძე ორ დეტალს ასახელებს, რასაც გამოვტოვებთ, რათა არ მოხდეს პირის იდენტიფიცირება – “ალია”) და ჩემზე პოლიტიკური ზეწოლის გამო, ჩემზე ვიღაცა აკრეფილია, პირადი და პოლიტიკური ანგარიშსწორების გამო გამოაქვეყნონ, იმ ადამიანმა რა დააშავა, ხო?

ამიტომ, გინდა საქმის და გინდა ადამიანური თემებიდან გამომდინარე, საჭირო იყო, რომ მე გავწეულიყავი აქედან. ჩემი შეცდომების და არასწორი საქციელების გამო, მე ვერ აღმოვჩნდი ისეთი ადამიანი, რომელიც შეძლებდა ამ პოლიტიკური პოზიციის და ამ საქმისთვის ყოფილიყო ლიდერი და სახე. ზუსტად მაგიტომ მოხდა ჩემი გვერდზე გაწევა. ეს საქმე სინამდვილეში, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი მოკრძალებული პერსონა და ჩვენი ცალკეული წევრის პირადი ამბიციები. ამიტომ ვარ მე გარეთ…

ვინც კონკრეტულად ჩემ ბედზე ნერვიულობს და აინტერესებს მომავალში რას ვაპირებ, პირადს რაც შეეხება, ეგ ეტაპი ჩემ ცხოვრებაში დავხურე, ყველა იმ ფიგურანტთან ერთად, ვისზეც ვსაუბრობდი, ახლა სხვა ცხოვრებას ვიწყებ, მაგ ყველაფრისგან დამოუკიდებლად, ახალი ოჯახის შექმნას ვაპირებ, ნიშნობა მქონდა ახლა, კი იცნობთ იმ ადამიანს, თათიასთან მოხდა ნიშნობა, ქორწილიც იქნება მალე, ამ მიმართულებით, ასე განვითარდა ჩემი ბედი.

რაც შეეხება პოლიტიკურ თემებს, მინდა, ყველას, ვინც გვერდზე მედექით, ბოდიში მოგიხადოთ, ვერ აღმოვჩნდი იმ თვისებების მატარებელი, რაც საქმეს სჭირდებოდა, ლიდერისთვის საჭირო კრიტერიმები ვერ დავაკმაყოფილე და ერთადერთი თავის გასასამართლებელი შეიძლება ის მქონდეს, რომ მაგისი პოლიტიკური ფასიც გადავიხადე, იმიტომ რომ პოლიტიკაში აღარ ვარ, რა პოზიციაზეც ვიყავი, ვრჩები, ბიჭები, ჩემი ძმაკაცები, რომლებიც ამ საქმეს თავში უდგანან, რა ბრძოლაშიც შევლენ, მე მანდ ვიქნები და თქვენ მაგას ნახავთ. ხვალ და ზეგ, თუ აქცია, გამოსვლა იქნება ქუჩაში, შეიძლება ტრიბუნაზე ვეღარ ვიდგე, მაგრამ თქვენთან ერთად წინ ვიდგები და რა ბრძოლაშიც დაგვიძახებენ, წინა ხაზში მე გავყვები“, - განაცხადა ზურაბ მახარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ჩვენ მოვიგებთ ომს! უბრალოდ არ უნდა დანებდეთ!“ - ნანა ბუთხუზი მიხეილ სააკაშვილზე

🔵„საამაყო ოჯახი“ - ჩარკვიანების ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

🎥 „მიხეილ თევდორაძე გამოვაცილეთ... დიდება გმირებს“ - ემოციური კადრები უკრაინიდან