Digest Logo

„თვალწინ მომიკვდი დედი, ოღონდ აქ მყავდე დე, შენს გაყინულ ხელებს გაგითბობდი, დედი“ - გარდაცვლილი ემიგრანტის შვილის ემოციური პოსტი

1710251352
მაიკო წულაია

იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში 37 წლის ქართველი ემიგრანტი ნათია ქადარია გარდაიცვალა. 

გავრცელებული ინფორმაციით, მას 7 ოპერაცია ჩაუტარდა, მოგვიანებით კი მისი სიცოცხლე თრომბმა შეიწირა.

გარდაცვლილს მისი შვილი მაიკო წულაია სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ემშვიდობება:

„ჩემი ცხოვრება დე, ჩემო ერთადერთო. რით გამოვხატო უშენობით გამოწვეული ტკივილი, დედი.

ყველას გული ატკინე, ყველა იზიარებს ჩვენს ტკივილს დედი, მაგრამ ჩემს ტკივილის გაზიარებას ვერავინ შეძლებს. დედი ცამდე მენატრები,  სულ გციოდა დედი ერთი საათი ვერ ძლებდი დედი სიცივეში, ახლა როგორი გაცივებული ხარ დედი და სამუდამოდ უნდა დაგტოვოთ სიცივეში დე.

წლები გაივლის დედა შეიძლება გავიცინოთ დედი, მაგრამ საშინლად დაგვაკლდები დე, ჩვენ აწი გვჭირდებოდა დედა დედი.

შუა გზაში მიმატოვეთ დე, რატომ დედიკო რატო მომიკალი გული. შენი შვილები რატო არ შეიცოდე დედი, 

ოღონდ აქ მყავდე დე, შენს გაყინულ ხელებს გაგითბობდი დედი.

ჩემი გული ხომ იცოდი დე, ხომ იცოდი როგორი გამწარებული ვიქნებოდი, დე.

სიტყვა გამწარებაც არაფერია დედი ისე მტკივა უშენობა, დე.

თვალწინ მომიკვდი დედი, 7 ოპერაცია გადაიტანე დედი და თრომბმა რა გიქნა დე, 1 წუთის განმავლობაში.

გული მიკვდება დე, დამიბრუნდი გთხოვ, დედი“, - წერს გარდაცვლილის შვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

ზოდიაქოს ეს სამი ნიშანი გაზაფხულზე ნამდვილ სიყვარულს შეხვდებიან და საინტერესო თავგადასავალს შექმნიან

⭕საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს