Digest Logo

🎥 „თვეზე მეტია მოძალადეს ბავშვები ჰყავს გატაცებული და აგრძელებს ძალადობას... დაუშვებელია მას ურთიერთობა ჰქონდეს შვილებთან“ - ადვოკატი სკანდალურ კადრებს აქვეყნებს

1669532054

„ადამიანზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა ისეთი ქმედებებია, რომელიც უმეტეს წილად გამოწვეულია მოძალადის ხასიათით და ბუნებით. არ შეიძლება ეს ქმედება შევადაროთ ისეთ დანაშაულს, როგორიც არის მაგალითად, პურის ქურდობა და დავიჯეროთ, რომ პირი იგივე ქმედებას აღარ განახორციელებს“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში  ადვოკატი კონსტანტინე გელაშვილი წერს და მორიგ კადრებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ რუსეთის პროპაგანდისტ ვლადიმერ სოლოვიოვის მეუღლე შვილზე ძალადობს.

„გასულ კვირას გამოქვეყნებული პოსტით მოგაწოდეთ ინფორმაცია, საქართველოს რამდენმა სასამართლომ, მიიჩნია, რომ ტატიანა სოლოვიოვა (აბრამენკო) მოძალადეა და დაუშვებელია მას ურთიერთობა ჰქონდეს შვილებთან. მოსამართლეებმა კი ეს ფაქტები დაადგინეს მტკიცებულებებით, მათ შორის ფსიქოლოგების დასკვნების საფუძველზე.

პროკურატურასაც აქვს ეს მტკიცებულებები და ვერ ამოვხსენი, როგორ ხდება, რომ თვეზე მეტია მოძალადეს ბავშვები ჰყავს გატაცებული და აგრძელებს ძალადობას, ხოლო ბრალი წაუყენეს ბავშვების მამას.

ნოდარ მელაძის შაბათის 19 ნოემბრის სიუჟეტში დაფიქსირებული იყო არაერთი უსწორობა და სიცრუე, რაც ძირითადად ტატიანა სოლოვიოვას მხრიდან მომდინარეობდა. არ არსებობს მისი სიტყვების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

თუ ჟურნალისტებს ობიექტური მდგომარეობა გაინტერესებთ და ბავშვების ბედი გაღელვებთ (რა მნიშვნელობა აქვს ვინაა და სადაურია), გამოიძიეთ ყველა გარემოება, ჩვენ Irakli Irakli Giorgi Lekishvili მხოლოდ ხელს შეგიწყობთ.გაარკვიეთ რა იძლევა იმის საფუძველს ვინმემ იფიქროს, რომ ბავშვები უსაფრთხოდ არიან... მოძალადე გამოსწორდა? პირობა დადო კარგად მოვიქცევიო? იმკურნალა? ამ ქალის ხელში მძევლად, მარტო აღმოჩენილი ბავშვების სახელით რომ შედის პროკურატურაში მამის და მამის ოჯახის წინააღმდეგ განცხადებები, ბავშვების თავისუფალი ნებაა? და ამ განცხადებების საფუძველზე, რომ წარუდგინეს მამას ბრალი, სარწმუნოა?...ვიდრე გამოიძიებთ, ბავშვის მამის სურვილით კიდევ ერთ მტკიცებულებას გამოვაქვეყნებ, რომელიც ადასტურებს ტატიანა სოლოვიოვას ძალადობას ბავშვზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვს მამა იმედად და დამცველად მიაჩნია“ - წერს ადვოკატი კონსტანტინე გელაშვილი. 

🔵ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„ბავშვებს რომ სცოდნოდათ, რა საფრთხე ახლავს ადრეულ ასაკში სქესობრივი ცხოვრების დაწყებას და როგორ ხდება ორსულობისგან თავდაცვა - ეს შემთხვევა არ მოხდებოდა“ - ანა არგანაშვილი

🔵🎥 „ავად ვარ და ვკვდები, დაკმაყოფილდა თქვენი ინტერესი?“ - რას პასუხობს ჰეითერებს გიორგი ყიფშიძე?

🔵🎥 ელის მარია სააკაშვილი გალაკტიონის ცნობილ ლექსს ამბობს